მაია ფანჯიკიძემ და ლიტვის თავდაცვის მინისტრმა ნატო-ს სამიტზე საქართველოსთვის გადმოცემულ პაკეტზე ისაუბრეს
პოლიტიკა - 18:24, 06 Oct, 2014     1309
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ ლიტვის თავდაცვის მინისტრ, იუოზას ოლეკასთან შეხვედრაზე ნატო-ს სამიტზე საქართველოსთვის გადმოცემული თანამშრომლობის პაკეტის შესახებ ისაუბრა.
როგორც ფანჯიკიძემ ლიტვის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ლიტვა არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მეგობარი, რომელიც ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.
"თავდაცვის მინისტრთან განვიხილეთ ის პაკეტი, რომელიც საქართველომ ნატოსგან მიიღო და თუ რა როლი შეუძლია ლიტვას და ლიტვის თავდაცვის სისტემას ითამაშოს ამ პაკეტით შინაარსით შევსებაში, ჩვენ ძალიან კონსტრუქციული და საინტერესო საუბარი გვქონდა. ვისაუბრეთ იმ საფრთხეებზე, რომელიც არსებობს ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, რასაკვირველია უკრაინისა და საქართველოს მაგალითზე. ასე რომ, ლიტვის თავდაცვის სამინისტრო აქტიურად არის ჩვენს თავდაცვის სამინისტროსთან ჩართული ორმხრივ ურთიერთობებში და ამ ურთიერთობების გაღრმავებას და გაძლიერებას ემსახურება ეს ვიზიტიც", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, გარდა ამისა, დაახლოებით ორ კვირაში საქართველოში იგეგმება ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტიც.
ქართულმა მხარემ ლიტვას მადლობა გადაუხადა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ძალიან მოკლე პერიოდში რატიფიცირებისთვის.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42