პრემიერ-მინისტრი ლიტვის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
პოლიტიკა - 17:18, 06 Oct, 2014     1583
ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პაკეტის ფარგლებში, საქართველო და ლიტვა ერთობლივ სამხედრო წრთვნებს ჩაატარებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ლიტვის თავდაცვის მინისტრ იუზას ოლეკას შორის გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა.
მხარეებმა ორი ქვეყნის მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე, მათ შორის სამხედრო განათლების მნიშვნელობაზე გამახვილდა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, თავდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი მოქმედებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ასევე თანამშრომლობს ლიტვაში არსებულ ნატო-ს ენერგოუსაფრთხოების ცენტრთან და მონაწილეობს ცენტრის ფარგლებში გამართულ სხვადასხვა ღონისძიებაში.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ლიტვის თავდაცვის მინისტრს მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობებისთვის, რომელიც ლიტვას საქართველოსთან აკავშირებს. მისი თქმით, ლიტვის მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს და ეხმარება საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევაში; ასევე, ცდილობს, ხელი შეუწყოს ქვეყანაში პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობას, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას.
შეხვედრას ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი, ლიტვის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის მდივანი მინდია ჯანელიძე და თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი დავით ნარდაია დაესწრნენ.პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42