საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო მართვაში მაქსიმალური ჩართულობა უნდა იყოს გამოვლენილი.
"თუ ჩვენ გვინდა, ვიამაყოთ ჩვენი ქვეყნის წარმატებით, მაქსიმალური ჩართულობა და მონაწილეობა უნდა გამოვიჩინოთ სახელმწიფოს მართვაში", - აღნიშნა ივანიშილმა.
ეროვნულ ბიბლიოთეკაში დღეს ორგანიზაცია "მოქალაქეს" ორ პროექტი: სტუდენტები მმართველობისთვის და სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დაესწრო. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ეს ორი პროექტი ეხება საზოგადოების ყველაზე საინტერესო ნაწილს, რათა ისინი გააქტიურდნენ.
კითხვაზე, საკმარისად აქტიურია თუ არა დღეს ორგანიზაცია მოქალაქე, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეს საზოგადოებამ და მედიამ უნდა შეაფასონ.
რაც შეეხება აღნიშნული პროექტების ღირებულებას, როგორც მან თქვა, მილიონ ლარზე ნაკლები არც ერთი პროექტი არ დაჯდება, თუმცა თანხა მოგვიანებით დაზუსტდება.
მასალის გამოყენების პირობები






