"ბაქაქურს და ძლიერიშვილს უმრავლესობის მხარდაჭერა ექნებათ“ - ხიდაშელი
პოლიტიკა - 16:41, 06 Oct, 2014     1182

კანონმდებლები დღეს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის ხელმეორედ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მოუსმენენ.

ნინო ბაქაქურთან და ზურაბ ძლიერიშვილთან შეხვედრა იურიდიული კომიტეტის სხდომაზეა დაგეგმილი.

უმრავლესობის ნაწილი ვაკანტურ ადგილებზე მათ დამტკიცებას ემხრობა, ნაწილს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ჯერჯერობით უცნობია მხარს დაუჭერს თუ არა უმცირესობა კანდიდატებს.

„პოზიცია მიღებულია, ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ თავის დროზე მხარდაჭერასთან დაკავშრებით მივიღეთ, მე პირადად მაქვს, თუ დამატებით დასჭირდება ვინმეს რაიმე ინფორმაცია, ახლა არის შესაძლებლობა მიიღონ ეს ინფორმაცია. ძალიან ჯანსაღი პროცესია“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

თინა ხიდაშელის განმარტებით აღნიშნული გადაწყვეტილება მეტად მნიშვვნელოვანია და მისთვის გასაგებია კოლეგების სიფრთხილე.

„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არის და რაც ხელისუფლებაში ვართ პირველად გვიწევს უზენაესი სასამართლოს წევრების შერჩევა. იმ ფონზე, რაც ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლებას სჭირდა, რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა არის სრულიად მაღალი და ჩემთვის ეს გასაგებია, რომ უფრო მეტი სიფრთხილით ეკიდებიან ჩვენი კოლეგები. ამ ადამიანებს უმრავლესობის მხარდაჭერა ექნებათ“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გივი თარგანაძის განმარტებით, უმცირესობა არ ცდილობს უმრავლესობას საკუთარი აზრი მოახვიოს თავზე:

„ჩვენ არ ვახვევთ ჩვენს აზრს და ვაძლევთ სრულ თავისუფლებას უმრავლესობას, მიიღონ გადაწყვეტილება. თუმცა, ჩვენი ინტერესი, ისევე როგორც საზოგადოების, მდგომარეობს იმაში, რომ იქნას წარმოდგენილი არგუმენტები უკმაყოფილების ან არა. სხვა შემთხვევეაში ეს იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ხდება კანდიდატების ჩაგდება მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არის პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი, რაც არის უბრალოდ ავადმყოფობა“, - აღნიშნა გივი თარგამაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42