ოპოზიციური პარტიები საარჩევნო-პოლიტიკური გარემოს გასაუმჯობესებლად ერთობლივ ფორმატს ქმნიან
პოლიტიკა - 15:57, 06 Oct, 2014     961
ინტერპარტიული ჯგუფი აქცენტს საარჩევნო კოდექსში არსებულ რამდენიმე საკითხზე აკეთებს. შემუშავებულია აუცილებელი ცვლილებების გარკვეული ჩამონათვალიც, მათ შორისაა საარჩევნო სისტემის ცვლილება, საარჩევნო სიების ბიომეტრიული ტექნოლოგიებით ფორმირება, პოლიტიკურ სუბიექტებს შორის თანაბარი საარჩევნო პირობების უზრუნველყოფა და ადმინისტრაციული რესურსით მანიპულაციის აღკვეთა.

ბაჩუკი ქარდავა, ედპ-ს ლიდერი - ახალი ხელისუფლება ამას კარგად ახერხებს. ის იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს და ეს არის ძალიან დიდი ციფრი, რომელიც არჩევნების შედეგებზე გავლენას ახდენს. ეს არის ბიომეტრიული საარჩევნო სიები. ის ადამიანები, ვინც დღეს ხელისუფლებაში არიან, სწორედ ისინი აყენებდნენ ამ საკითხს ოპოზიციაში ყოფნის დროს“, - განაცხადა ედპ-ს ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ.

ჯონდი ბაღათურია, „ქართული დასის“ თავმჯდომარე - ყველა თანხმდება იმაზე, რომ მაჟორიტარები, რომელიც თავის ოლქებში ფეოდალებად გადაიქცნენ და სისხლს სწოვენ ხალხს, ეს სისტემა უნდა გაუქმდეს.

ნინო ბურჯანაძე, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე - თბილისში 41%-მა დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“, ხოლო საკრებულოში მათ 75%-ზე მეტი ხმა აქვთ. ეს ნიშნავს იმას, რომ რეალურად საკრებულო არ ასახავს საზოგადოების რეალურ განწყობას.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ ამ შეხვედრებს შედეგი არ ექნება, რადგან ხელისუფლება კანონს არ შეცვლის.

„ამ ფორმატში შემოთავაზება არ გვაქვს. ჩემი აზრით ხელისუფლება ამ პროცესს გაწელავს. ხელისუფლება არ შეცვლის კანონს. ამის ნათელი მაგალითია ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის არ შეცვლა. დაიწყებს თამაშს, იტყვის, რომ აქ არის არასამაპრალემნტო ოპოზიცია, იქ არის საპარლამენტო ოპოზიცია... მთელი არსი იქნება, რომ ეს პროცესი გაიწელოს და ცვლილება არ შევიდეს“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა.

ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრა დღეს სასტუმრო ,,რედისონში" გაიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42