„ევროსაბჭოში დელეგატები ყურადღებას არა აქცენტს, არამედ შინაარს აქცევენ“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ ევროსაბჭოში მისი სიტყვით გამოსვლის შემდეგ ატხეილი აჟიოტაჟის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, არასერიოზულია აღნიშნულ საკითხზე იმ ხალხის განცხადებები, ვისაც ქართულად მეტყველება უჭირთ.
„საერთოდ, ძალიან დიდ უკულტურობად და დაბალ დონედ ითვლება, განსაკუთრებით ევროსაბჭოში, სადაც ძალიან ბევრი დელეგაციის წარმოდგენილია, როდესაც იწყება საუბარი, ვინ რა აქცენტით საუბრობს, იქ შინაარს უსმენენ და არა იმას, ვინ საუბრობს აქცენტით თუ უაქცენტოდ. საერთოდ, ასეთი უკულტურობა მე მგონია, რომ ძალიან უხერხულად აისახება იმ ადამიანებზე, ვინც ზოგადად ამაზე საუბრობს. კიდევ ერთხელ ვამბობ, იქ ყურადღება მახვილდება იმაზე, თუ რაზე საუბრობენ ქვეყნების წარმომადგენლები და არა იმაზე, ვინ როგორი აქცენტით საუბრობს ევროპის საბჭოში. ასეთ თემებს როგორც წესი არ განიხილავენ და მე მგონი ცოტა უხერხულიც კი არის. გულწრფელად გითხრათ, კომიკურია საერთოდ ამ თემებზე საუბარი”, – განაცხადა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






