"RMG Gold და მისი საქმიანობა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანის ინტერესთა სფეროში მოექცა"
პოლიტიკა - 13:38, 06 Oct, 2014     1482

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საყდრისი-ყაჩაღიანის უძველეს მაღაროსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს.

„ნიუპოსტი“ განცხადებას უცვლელად გთავაზოთ:

„მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა დისკუსია ისტორიული ძეგლის, საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი მაღაროსა და შპს „RMG Gold“-ის მიერ მიმდინარე სამუშაოების გარშემო. თუმცა არის მნიშვნელოვანი ასპექტები, რომლებზეც ყურადღება ჯერ არ გამახვილებულა. კერძოდ, თუ რა კანონდარღვევებს ქონდა ადგილი ამ პროცესში და როგორ მოექცა კომპანია „RMG Gold“ და მისი საქმიანობა ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანის ინტერესთა სფეროში.

პირველი კანონდარღვევა ეხებოდა მაღაროსთვის ისტორიული ძეგლის სტატუსის ჩამორთვევის პროცესს. ამ ყოველივეს გათვალიწინებით, გასაგები ხდება, თუ ვის ინტერესებს ემსახურებოდა ის კანონდარღვევები, რომლითაც მოხდა ფირმისათვის ლიცენზიის გაგრძელება და საყდრისი-ყაჩაღიანითვის ისტორიული ძეგლის სტატუსის ჩამორთმევა.

2013 წლის 6 ივლისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მირიანე ოდიშარიამ, თავის #03/108 ბრძანებით, გააუქმა 2006 წლის 30 მარტის #3/133 ბრძანების ნაწილი, რომელიც ეხებოდა საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროსთვის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭებას. 2013 წლის 10 ივლისს, შესაბამისი ცვლილება შევიდა პრეზიდენტის ბრძანებულებაშიც.

სტატუსის ცვლილება მოხდა კომისიის დასკვნის საფუძველზე. კომისიის შემადგენლობის უმეტესობა, კერძოდ: ალექსანდრე თავლჭრელიძე, ომარ ქუცნაშვილი, დავით ლომიტაშვილი, გურამ ყიფიანი, გურამ გრიგოლია და ვახტანგ ლიჩელი პირდაპირ ან არაპირდაპირ იღებდა დაფინანსებას კომპანია „RMG Gold“. ამის გათვალისწინებით, არ უნდა იყოს მოულოდნელი, რომ ჯგუფმა მხოლოდ ორი თვის მუშაობის თავზე ზუსტად ისეთი დასკვნა დადო, რაც თავიდანვე იყო განსაზღვრული, - სტატუსის მოხსნისა და გადატანის რეკომენდაციები.

მეორე კანონდარღვევა ეხება კომპანიისთვის ლიცენზიის მინიჭების საკითხს. საქმე იმაშია, 2012 წელს გაცემული ლიცენზია არ შეიცავდა სამუშაოების უფლებას საყდრისის საბადოს ყაჩაღიანის უბნის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

სტატუსის გაუქმების შემდეგ შეიქმნა მდგომარეობა, რომლის მიხედვითაც ყოფილი ძეგლის ტერიტორიაზე მუშაობის ჩატარების უფლება არავის ჰქონდა. პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით სრულიად უსასყიდლოდ გაუგრძელა შპს „RMG Gold“-ზე გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიის (სერია 53, №0010, ტიპი VI A B C) მოქმედების ვადა 2015 წლის 1 იანვრამდე. ამასთან, ლიცენზია გაუგრძელდა 2006 წლამდე პერიოდის პირობებით. ანუ, ლიცენზია ისევ მოიცავდა სამუშაოების უფლებას საყდრისის საბადოს ყაჩაღიანის უბნის იმ ტერიტორიაზე, რომელიც გამოცხადებული იყო ისტორიულ ძეგლად.

ამ უკანონო გარიგებების შედეგად, სახელმწიფომ მილიონობით ზარალი ნახა, მას შემდეგ, რაც უფასოდ გასცა ლიცენზია ტერიტორიაზე, რომელიც ექსპერტ ალექსანდრე თვალჭრელიძის განცხადებით, 1 მილიარდ ლარ მოგებას მოუტანს მის მფლობელს. შედარებისთვის ვიტყვით, რომ მხოლოდ 2011წლის შემოდგომიდან 2012 წლის გაზაფხულამდე, კომპანიებმა დანარჩენ ზემოთაღნიშნულ ლიცენზიებში, საერთო ჯამში, 204 მილიონი ლარი გადაიხადეს.

ლოგიკურია, გავიხსენოთ 90-იანი წლები, როდესაც კორუფციული გარიგებების შედეგად, თანხები ბიუჯეტის ნაცვლად სახელმწიფო ბიუროკრატიის, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ მიერ ჩამოყალიბებული ქვეყნის მართვის ოლიგარქიულ/კორუფციული სქემის წარმომადგენელ არაუფლებამოსილ პირების ჯიბეში მიდის“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42