ვინ არიან კონსტიტუციით საქართველოს პირველი პირი და პირველი ლედი?!
პოლიტიკა - 13:46, 06 Oct, 2014     5482

ბოლოს და ბოლოს არსებული კონსტიტუციით - ვინ არის ქვეყნის პირველი პირი, ვინ უნდა გაეგზავროს საერთაშორისო ფორუმებზე, ვინ უნდა დახვდეს საქართველოში ჩამოსულ უცხო ქვეყნის პირველ პირს - პრემიერი თუ პრეზიდენტი, ვინ არის ქვეყნის პირველი ლედი და რა ცვლილებები უნდა შევიდეს საქართველოს კონსტიტუციაში, რომ არსებული საკითხები, ბოლოს და ბოლოს სამუდამოდ მოიხსნას დღის წესრიგიდან?

აღნიშნულ თემებზე კონსტიტუციონალისტი, საკონსტიტუციო კომისიის წევრი ავთანდილ დემეტრაშვილი საუბრობს:

როგორც ასეთი უფლება ვინ უნდა წავიდეს დავოსში, ან სხვაგან - ნებისმიერ ადგილზე, აქვს პრეზიდენტსაც და პრემიერსაც. მაგრამ ვის აქვს უპირატესობა, ამას კონსტიტუცია არ აკონკრეტებს. ეს არის პოლიტიკური გუნდის შიგნით გადასაწყვეტი საკითხი ამიტომ ასეთ თემებზე მსჯელობა სულ იქნება. ერთი რამ არის გასარკვევი კონსტიტუციაში ერთი პატარა ხარვეზია, უნდა გაირკვეს, აქვს თუ არა პრეზიდენტს უფლება, მთავრობის დაუკითხავად განახორიციელოს საერთაშორისო ვიზიტები არაოფიციალური მოლაპარაკებების წარმოებისათვის. პრეიზდენტს არ უნდა ჰქონდეს უფლება, მთავრობის თანხმობის გარეშე აწარმოოს ოფიციალური მოლაპარაკებები. დარნარჩენ შემთხვევებში, მას რა თქმა უნდა შეუძლია წავდიეს - სამიტებზე, პრეზიდენტებთან ორმხრივ შეხვედრებზე.. მაგრამ ვიმეორებ, ოფიციალური მოლაპარაკებების წარმოების უფლება მას რა უნდა ჰქონდეს.

იმ შემთხვევაში, როცა საქართველოში ჩამოდის უცხო ქვეყნის პირველი პირი, ვინ უნდა დახვდეს - პრემიერი თუ პრეზიდენტი?

ქვეყნებშიც განსახვავებაა. მაგალითად, აშშ-ს პრეზიდენტი რომ ჩამოვიდეს, მას ორივე უნდა დახვდეს - პრეზიდენტიც და პრემიერიც, ვინაიდან აშშ-ს პრეზიდენტი აღმასრულებლი ხელისუფლების მეთაურიცაა და ხელისუფლებისაც . თურქეთის დღევანდელი პრეიზდეტი რომ ჩამოვიდეს, მას აუცილებლად უნდა დახვდეს პრემიერი, იმიტომ რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური თურქეთში არის პრეზიდენტი. პროტოკოლი განსაზღვრავს, ვინ უნდა დახვდეს ჩამოსულ სტუმარს და თავისთავად, უნდა დახვდეს თავისი რანგის მასპინძელი.

საბოლოოდ, ვინ არის ქვეყნის პირველი პირი?

თანამდებობების რანგირების თავლსაზრისით, პრემიერ-მინისტრი ქვეყნის მეორე პირიც არ არის. რანგირების მიხედვით, ქვეყნის პირველი პირი არის სახელმწიფოს მეთაური, ანუ პრეზიდენტი, მეორე პირია პარლამენტის თავმჯდომარე, ხოლო ქვეყნის მესამე პირია პრემიერ-მინისტრი. მესამეც კი საეჭვოა.. საუბარია, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეა მესამე პირი, თუ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. მაგრამ ოფიციალურად, ფორმალურად, მაინც პრემიერ-მინისტრია მიჩნეული ქვეყნის მესამე პირად. თუმცა, პოლიტიკური თვალსაზრისით, ამ სისტემაში, უპირატესი ძალაუფლება აქვს პრემიერ-მინისტრს, ასევე გარკვეული უპირატესობები პრეზიდენტის მიმართაც კი.

და მაშინ ვინ გამოდის პირველი ლედი? ხელისუფლების წარმომადგენლები გვიცხადებენ, რომ პირველი ლედი არის, პრემიერ-მინისტრის, ასევე პრეზიდენტის მეუღლეც... რაც კიდევ ერთი, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურობაა.

ეს მარტივია! ყველაზე მარტვი წამოწეულ საკითხებს შორის. მიუხედავად, იმისა, რეალურად, პოლიტიკური ძალაუფლება ვის გააჩნია, პირველი პირი, ყოველთვის არის პრეზიდენტი. ფორმალურად, თუმცა მაინც პირველია. შესაბამისად, პირველი ლედი არის პრეიზდენტის მეუღლე და მორჩა. დავა კი იყო, რომ დღევანდელი პრეზიდენტი არ იყო ქორწინებაში, მაგრამ ხომ დაქორწინდა? ამიტომ, ეჭვი არავის შეეპაროს, პირველი პირი არის პრეზიდენტი, პრეზიდენტის მეუღლე კი არის პირველი ლედი! პირველი ლედი როგორ შეიძლება ორი ადამიანი ოყოს.


წყარო: გაზეთი "კვირის ქრონიკა"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42