„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ გამოხატულმა აგრესიამ შესაძლოა, მასშტაბური დაძაბულობა გამოიწვიოს.
„ძალიან დიდი პრობლემაა, რომ ჩვენს ქვეყანაში ცემა-ტყეპა ჩვეულებრივი მოვლენა გახდა, რასაც არსებულმა ხელისუფლებამ აშკარად შეუწყო ხელი. ეს მოვლენები ევროპულ რეკომენდაციაზე უკვე უარის თქმაა, უარესიც - გამოდის, თუ „ნაციონალი“ ხარ, ესე იგი, შენი ცემა შეიძლება, ანუ ქვეყანაში დაკანონდა განწყობა, რომ „ნაციონალები“ ცუდები არიან და მათ მიმართ ძალადობა პრობლემა არაა. ასე შეიძლება სერიოზულ დაძაბულობამდე მივიდეთ, რომლის მასშტაბები უფრო დიდი იქნება. ფაქტია, ამ ორ პარტიას შორის დაპირისპირება ძალიან მწვავეა. მით უმეტეს, როცა ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება სულ უფრო იზრდება, ქაოსისა და არულობის დაწყების საფრთხე არსებობს. სწორედ ესაა ძალადობის ლოგიკა, თუ ამას სერიოზულად არ მოეკიდე და „ნაციონალების“ ზიზღით იმოქმედე, მაშინ ძალადობა უფრო დიდ ძალადობას შობს და ბოლოს მართლაც ქაოსს მივიღებთ! ამ გზით თუ ვივლით, ხელს მარტო ახალ კრიტიკულ რეზოლუციას კი არ გამოკრავთ, ჩვენს ევროპულ პერსექტივსაც დავაზარალებთ და რუსეთის პირისპირ მარტო დავრჩებით, თუმცა აპოკალიფსს ნამდვილად არ დავხატავ, რადგან არ არსებობს გონიერი ხელისუფლება, რომელსაც რუსეთის პირისპირ დარჩენისა არ ეშინია!“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
წყარო: გაზეთი „ვერსია“
მასალის გამოყენების პირობები






