ევროსაბჭოს რეზოლუციის შემდეგ სასამართლოზე ზეწოლის ტალღა წამოვა - ბაჩო ახალაია
პოლიტიკა - 12:06, 06 Oct, 2014     1347

თავდაცვის ექს-მინისტრი, ბაჩო ახალაია საქართველოს შესახებ ებროსაბჭოს რეზოლუციას „დიდ უბედურებას“ უწოდებს. როგორც მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, ამ რეზოლუციის შემდეგ სასამართლოზე ზეწოლის ტალღა წამოვა.

„მინდა, ევროსაბჭოს რეზოლუციის გამო დიდი გულისტკივილი გამივხატო. ეს არის დიდი უბედურება. საქართველოს ასეთი კრიტიკული რეზოლუცია არასდროს მიუღია. ეს არის დიპლომატიურ კულტურულ ენაზე ნათქვამი ის უბედურება, რაც საქართველოში ხდება და 1000-ჯერ ნაკლები ასახვა იმ რეალობისა, რაც ქვეყანაში ხდება. ასეთი კრიტიკული რეზოლუცია საქართველოს შევარდნაძის დროსაც კი არ მიუღია", - განაცხადა ახალაიამ.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციაში არსებული პუნქტი, რომელიც აღკვეთის შეცვლას ეხება, მარტივად გადაწყვიტოს იმით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დააყენოს.

„მე თუ მოლოდინი მქონდა, რონ გამამართლებელი განაჩენი დამდგარიყო, ამ რეზოლუციის შემდეგ გამიქრა. ახლა ყველაფერი მოსამართლის გამბედაობაზეა დამოკიდებული და მე თქვენი გამბედაობის მიმართ სკეპტიკურად ვარ განწყობილი“, - განაცხადა ახალაიამ საქალაქო სასამართლოში, სადაც ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42