თეა წულუკიანი დღეს "საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის" ახალ ოფისს გახსნის
პოლიტიკა - 10:24, 06 Oct, 2014     1838
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დღეს სსიპ ,,საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის" ახალ ოფისს გახსნის.

როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, გახსნის საზეიმო ღონისძიებას მთავრობის, პარლამენტის, აკადემიური წრეების, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები დაესწრებიან.

იუსტიციის სასწავლო ცენტრი იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში ფუნქციონირებს. ცენტრის მიზანია ხელი შეუწყოს მართლშეგნების ამაღლებას, მომსახურების სფეროსა და ორგანიზაციული მართვის გაუმჯობესებას. ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ტრენინგი, ტესტირება და კონსულტირება.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, სასწავლო ცენტრის ახალ ოფისი საქმიანობის გაფართოების საშუალებას იძლევა. ორგანიზაციებს შეუძლიათ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სატრენინგო, საკონფერენციო და კომპიუტერულ აუდიტორიებში დაგეგმონ და განახორციელონ მათთვის სასურველი ტრენინგი, ტესტირება ან სასწავლო ღონისძიება.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ცოტა ხნის წინ იუსტიციის სასწავლო ცენტრმა რებრენდინგი განიცადა. შეიცვალა ლოგო და შეიქმნა ახალი საფირმო სტილი, რაც გულისხმობს ახალ ბრენდ პლატფორმას, რომლის წყალობით ცენტრის მიზნები და საქმიანობა უფრო მრავალფეროვანი გახდება.

იუსტიციის სასწავლო ცენტრი ამ დრომდე საქართველოს მთვარი პროკურატურის შენობაში იყო განთავსებული, დღეიდან კი ცენტრს დამოუკიდებელი ოფისი ექნება. აღსანიშნავია, რომ სასწავლო ცენტრის ახალ ოფისში სსიპ "საკანონმდებლო მაცნეს" ადმინისტრაციაც განთავსდება.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42