,,ყოჩაღ თქვენ, ვის გამოც წლები ვიბრძოლე და დღეს მაგინებენ და მირტყავენ“ - რატომ ცემეს პოლიციაში გიორგი ხურციძე
სოც.მედია - 22:02, 05 Oct, 2014     13933
,,ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე დამეწერა: მე გიორგი ხურციძე, რომელიც ოცნების ახალგაზრდულის ერთ-ერთი ლიდერთაგანი და თუნდაც რიგითთაგანი ვიყავი გუშინ პოლიციამ ტყუილად მცემა. აი ეს ამბავიც: გუშინ დღის 5 საათზე ჩემს მეგობერთან მივიდა პოლიცია და საკმაოდ მკაცრი ტონითა და "ბლატაობით" ცდილობდნენ გაერკვიათ მისი ვინაობა და წარმომავლობა. მივედი და ვიკითხე, რა ხდებოდა და ძაან უხეშად მითხრეს შენ გაჩუმდიო და მეც მორჩილად ვუსმენდი. ჩემი მეგობარი მხოლოდ იმიტომ, რომ შეეპასუხა რასაც ქვია ჩატენეს მანქანაში. გამოიხედა ერთ-ერთმა პოლიციელმა და დარჩენილ 2 მეგობარს გვეუბნევა დროზე დაახვიეთ აქედან თქვენი დედა .......... ძაან ცუდად გვაგინა ვარკეთილის პოლიციის უფროსის მოადგილე გიორგი კობაურმა. მე ხმა არ ამომიღია და ერთი რაც გავაკეთე ტელეფონი ჯიბიდან ამოვიღე და ფოტო გადაუღე, რის შემდეგაც მეცნენ მხეცებივით, ჩამტენეს მანქანაში და დამიპირეს ტელეფონის წართმევა, რომელსაც არ ვაძლევდი. მცემეს ისე რომ დაზიანებები არ დამტყობოდა, სულ მუცელში და ნეკნებში მირტყეს და ტელეფონიც წამართვეს, რომლიდანაც გადაღებული ფოტო და ვიდეო თავისთავად წაიშალა. ცემაში მონაწილეობდნენ ზემოთ აღნიშნული გიორგი კობაური და ასევე ვარკეთილის მასივის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი ლაშა სხირტლაძე. წამიყვანეს განყოფილებაში, სადაც გამაჩერეს დაახლოებით 4-5 საათი. მისვლისთანავე პოლიციის უფროსი მოვიდა ვახო ჩოფლიანი და იკითხა თუ რაზე ვიყავით დაკავებულები, რომელსაც მოახსენეს რომ ვიყავით 173 მუხლით (წინააღმდეგობის გაწევა) მე ავუხსენი რომ წინააღმდეგობა არ გაგვიწევია და აქეთ, პირიქით მომაყენეს შეურაწყოფა. მეგონა, რომ ადამიანურად გაიგებდა. მოვიდა და მითხრა: შე დედა მო........ო წინააღმდეგობას როგორ უწევ ჩემს თანამშომლებსო და არც მან დამაკლო რტყმა. შემდეგ წამიყვანეს ნარკოლოგიურში, სადაც არაფერი არ დამიდგინდა, პოლიციელები მეუბნებოდნენ, რატო არ დაგიდგინდაო.... ერთი თანამშრომელი იყო გიორგი ხუფენია, რომელიც ყველაზე კარგად და ზრდილობიანად იქცეოდა, დანარჩენი ვინც შემოვიდა და გავიდა ყველა შეურაწყოფას გვაყენებდა, მითუმეტეს უთხარი ვინც ვიყავი, ანუ წლების განმავლობაში რატომ ვებრძოდი სააკაშვილის რეჟიმს. ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ პოლიცია იყო არა ხალხის სამსახურში, არამედ მათ წინააღმდეგ..... ნარკოლოგიურიდან წამიყვანეს "კაპეზე"-ზე და დღეს ასე 12 საათზე გამომიშვეს რის მერეც ხელწერილი დამაწერინეს, რომ გამომძიებლის დარეკილზე (რომელიც ამ დღეებში დამირეკავს) უნდა გამოვცხადდე, რადგან მექნება სასამართლო. ვნახოთ რას გადაწყვიტავს სასამართლო...... ნარუშნიკები მეორედ მედო, პირველად როცა 2012 წლის 5 აგვისტოს ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა იყო ბათუმში მე გახლდით შუახევის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, სადაც ჩვენს ახალგაზრდულში "კუდი"-ს მიერ ჩასმული აგენტი გამოვავლინე, რომელსაც მანქანაში ქონდა ჩამწერი აპარატურა მე დამაპატიმრეს და მეორედ ეხლა მაპატიმრებენ იმის გამო, რომ პოლიციის დამოკიდებულება (დედის გინება) ტელეფონით გადავიღე.....

P.S. ყოჩაღ თქვენ, ვის გამოც წლები ვიბრძოლე და დღეს უდანაშაულოდ მაკავებენ, მაგინებენ და მიტყავენ.
ეხლა მითხარით რა არის გასაკეთებელი რომ ყველა დამნაშავე დაისაჯოს?????" - წერს ხურციძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42