ეუთო-ს წლიური სესია 2016 წელს საქართველოში გაიმართება
პოლიტიკა - 10:23, 06 Oct, 2014     1737

ჟენევაში მიმდინარე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე გადაწყდა, რომ 2016 წელს ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წლიური სესია საქართველოში გაიმართება.

„ნიუპოსტმა“ აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრ გიგი წერეთელს სთხოვა.

„ჟენევაში მიმდინარეობს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია, რომელიც საკითხების ფართო სპექტრს განიხილავს, მათ შორის ევროპის უსაფრთხოების საკითხები, ასევე უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და სხვა. სესიაზე გამართულ დებატებში, რომელშიც საქართველოს დელეგაციამ საკმაოდ აქტიური მონაწილეობა მიიღო. საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განიხილებოდა ასევე ეუთოს მომავალი სხდომების საორგანიზაციო საკითხებიც. სწორედ ამ საკითხების განხილვისას გადაწყდა, რომ 2016 წელს, ეუთოს ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება - წლიური სესია საქართველოში გაიმართება,“ - აღნიშნა გიგი წერეთელმა.

მისი თქმით, წლიური სესიის ჩატარების ადგილთან დაკავშირებით იყო საქართველოსა და გერმანიის კანდიდატურა, მაგრამ საბოლოოდ საქართველოს კანდიდატურამ გაიმარჯვა.

„ჩვენმა დელეგაციამ უკეთ დაასაბუთა, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა სხდომა საქართველოში გამართულიყო. გამომდინარე რეგიონში არსებული ვითარებიდან, რომ ჩვენი ქვეყანა არის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი და მიისწრაფის ევროინტეგრაციისაკენ, ეუთოს ხელმძღვანელობამ საჭიროდ ჩათვალა, რომ სესია სწორედ ჩვენს ქვეყანაში გამართულიყო. გათვალისწინებული იყო ის ფაქტიც, რომ საქართველოს მეტი თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდება, მის წინაშე არსებული ძალიან ბევრი გამოწვევა საგარეო და შიდაპოლიტიკური, დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით.“ - აცხადებს გიგი წერეთელი.

მისი თქმით, საქართველოს აქვს ამგვარი ღონისძიებების გამართვის გამოცდილება - 2012 წელს ჩვენს ქვეყანაში ეუთოს ეკონომიკური ფორუმი გაიმართა და იმედოვნებს, რომ 2016 წელსაც ჩვენი ქვეყანა ღირსეულ მასპინძლობას გაუწევს ამ მნიშვნელოვან ფორუმს.

„ეს ეუთოს მთავარი ღონისძიებაა და გვეყოლება ძალიან ბევრი სტუმარი 57 ქვეყნიდან, თუმცა რუსეთის წარმომადგენლებზე ვერაფერს გეტყვით,“ - აღნიშნა გიგი წერეთელმა.

როგორც გიგი წერეთელმა განაცხადა, ქართულ დელეგაციას ჟენევაში, გარდა სესიის მუშაობვაში მონაწილეობისა, ძალიან ბევრი შეხვედრა ჰქონდა სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან. იყო გამოსვლები როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს საკითხებზე, ჩვენი ქვეყნის ადგილზე ევროპული უსაფრთხოების სისტემაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42