„ცოცხების“ სპექტაკლის დამდგმელებმა ასე აღნიშნეს ხელისუფლებაში მოსვლის ორი წლისთავი. პროცესებმა ცხადჰყო რომ მთავრობამ ძალიან საშიში თამაში წამოიწყო და მისი წესები რუსეთში იწერება. გასაკვირი არაა რომ ეს სწორედ მათ აწყობთ ვისთვისაც საქართველო რუსეთ-სომხეთის (საბაჟო კავშირის) საზღვარი, ხიდი და გვირაბია და არა სუვერენული სახელმწიფო, ვისთვისაც ევროსაბჭოს რეზოლუციას სამართლებრივი ძალა არ აქვს, ვინც აგრესიას აღვივებს და ოპოზიციის განადგურებით იმუქრება. მეზობელი ქვეყნებს პუტინი ყოველთვის საზღვრებად აღიქვამს და არა სახელმწიფოებად, მხოლოდ პუტინს სჭირდება საქართველოს გვირაბად და ხიდად ქცევა, რაც ჩვენი სახელმწიფოსთვის არა პრიორიტეტი არამედ საფრთხეა. მხოლოდ რუსეთის ინტერესებსი შედის ქართველი ერის დახლეჩა და არეულობა. სახეზეა ტიპიური ხუნტა, რომელსაც მთავრობა პატრიოტ და ევროპული მომავლის მხარდამჭერ ადამიანებს უპირისპირებს. ჩვენ გავხდით წარმოუდგენელი ძალადობის ფაქტის მომსწრენი, რასაც ადგილი დიდი ხანია არ ჰქონია და ეს მიუთითებს ხელისუფლების პანიკურ შიშზე, მას არაეფექტური მუშაობის გამო ეშინია ძალაუფლების დაკარგვის და დგამს ყოვლად მიუღებელ ნაბიჯებს - უპირისპირდება მშვიდობიან მოსახლეობას, რასაც ძალიან ცუდ შედეგებამდე მივყავართ. მთავრობა აღარაა სტაბილურობის გარანტი და ხელოვნურად იქმნება მართვადი ქაოსი, ეს კი ერთადერთი სახელმწიფოს წისქვილზე ასხამს წყალს.
ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი დემოკრატიის შენებას და ავარიდოთ თავი შიდა დაპირისპირებას, ამაში დასავლეთის მხარდაჭერა გარანტირებული გვაქვს. დღეს როგორც არასდროს გვესაჭიროება მთელი ეროვნული ძალების კონსოლიდაცია და ქვეყანაში მშვიდობიანი პოლიტიკური პროცესების წარმართვა.
ხელისუფლებას ვეტყოდი; საკუთარ ხალხთან დაპირისპირება არავის გაუვა, ამნისტირებული კრიმინალებით დაკომპლექტებული ხუნტა და საკუთარი ხალხის ტერორი, ძალაუფლების შენარჩუნების გარანტი ვერ იქნება. ჩვენ ყველამ გამოვიარეთ წლების წინ პოლიტიკური დევნა და პატიმრობა, შეიარაღებული თავდასხმები, უსამართლობა და განუკითხაობა, სადამდე მიიყვანა ამან ქვეყანა ვნახეთ. ამიტომაც ვერთიანდებით ეროვნული ძალები და არ დავიშურებთ ძალისხმევას იმისათვის რომ თქვენი ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული ქმედებები დავასრულოთ. არ მოგცემთ საშუალებას განხეთქილება შეიტანოთ ჩვენს ისედაც დახლეჩილ საზოგადოებაში და გააღვივოთ კონფლიქტი, არ მოგცემთ მოსვენებას და მოგიტანთ თითოეული შვილმკვდარი მშობლის ტკივილს, რომელსაც თქვენმა აშვებულმა ყაჩაღბმა გაუმწარეს სიცოცხლე, მოგიტანთ შფოთს, რომ ისე შფოთავდეთ როგორც შვილგაუთოვებული დედა, მოგცემთ საზრუნავს რომლითაც თქვენს მიერ მოტყუებული გლეხი ზრუნავს, გასმენინებთ გასაჭირს, რომელშიც მოტყუებული ხალხი ჩაყარეთ და გავაერთიანებთ ჩვენს ხალხს, რომლის არჩევანიც ძლიერი ევროპული სახელმწიფო, ტერიტორიული მთლიანობა და კეთილდღობაა!
მასალის გამოყენების პირობები






