სეპარატისტების მიერ ენგურზე გამშვები პუნქტების დაკეტვას ღარიბაშვლი ეხმაურება
პოლიტიკა - 11:42, 04 Oct, 2014     2338
აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების ინიციატივას, ენგურზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების შემცირების შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა.
პრემიერის შეფასებით, მსგავსი ნაბიჯები შერიგების პროცესს არ დაეხმარება.
„ჩვენ გვსურს რეალურად შერიგების პროცესის დაწყება ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად. ის, რაც მოხდა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, არის ჩვენი ერის ტრაგედია. მიმაჩნია, რომ ეს არ არის გონივრული გადაწყვეტილება და აუარესებს ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას ადგილზე. ჩვენ ვართ მაქსიმალურად გახსნილი, რომ შერიგების პროცესი დაჩქარდეს და აღდგეს ნდობა აფხაზებსა და ქართველებს, ოსებსა და ქართველებს შორის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მთავრობა მზად არის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შემთხვევითი არ არის, რომ გამყოფი ხაზის მიმდებარედ შენდება მულტიფუნქციური საავადმყოფო, სადაც აფხაზეთში მცხოვრები ადამიანები უფასოდ მკურნალობას შეძლებენ; ასევე, შენდება მრავალფუნქციური სავაჭრო კომპლექსი, რათა გაადვილდეს მიმოსვლა, აღდგეს ნდობა, სავაჭრო-კულტურული და ხალხთა შორის ურთიერთობები.
„ჩვენ მათ ინიციატივას კიდევ უფრო მეტი სიყვარულით და სითბოთი ვპასუხობთ. თუმცა, მსგავსი ინიციატივები არ დაეხმარება ჩვენი შერიგების პროცესს, კიდევ უფრო აუარესებს და ართულებს მას", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკის ე.წ პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას საქართველოსთან საზღვრის უფრო მეტად გაკონტროლება მოტივით, მდინარე ენგურზე მოქმედი 6 განშვები პუნქტიდან 5 დაკეტვა სურს. საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ გალის რაიონის მაცხოვრებლებისთვისაა შესაძლებელი, ძველი საბჭოთა პასპორტებით ან აფხაზეთის ე.წ მთავრობის მიერ გაცემული № 9 დოკუმენტით.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42