ამის შესახებ ლაგაზიძემ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
„რასაც ბოლო დღეების განმავლობაში თვალყურს ვადევნებდი, ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. ხელისუფლებას მოუწოდებ, რომ აგრესიის ჯინის გამოშვება ბოთლიდან, უპირველეს ყოვლისა, მას გადაყლაპავს. არ შეიძლება პრობლემების მოგვარება ამ სახით. აქ ერთ-ერთმა ახალგაზრდამ ბრძანა, რომ რადგან ხელისუფლება ვერ ახერხებს სამართლიანოსბის აღდგენას, ამას ჩვენ გავაკეთებთო. გამოდის ისინი ირიბად ცდილობენ სამართალდამცველების ფუნქციის შეთავსებას. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანოები ვერ ასრულებენ თავის ფუნქციის შესრულებას. როდესაც საზოგადოებას უჩნდება სურვილი, რომ თავად მოაგვაროს ის პრობლემები, რომელიც არის ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულება, ეს მიუთითებს ხელისუფლების უსუსურობაზე“, - განაცხადა ლაგაზიძემ.
ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს პერიოდში აგრესია განხორციელდეს არა მხოლოდ „თავისუფალი ზონის“, არამედ იმ ადამიანების მიმართ ვინც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირში არ არის, მაგრამ რიგ საკითხებზე ხელისუფლებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს.
„ერთი ძალიან ნიშანდობლივი ფრაზა, რომელიც ახალგაზრდამ ბრძანა, ეს გახლავთ ე.წ. „თვითგამოცხადებული ექსპერტები“. ძალიან არ მინდა, რომ მსგავსი აგრესია გამოყენებული იყოს სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ და ზეგ არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან ასოცირებული არასამთავრობოების, არამედ იმ ადამიანების სახლებთან გამართონ მიტინგები, რომლებიც შეხებაში არ ყოფილან „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მაგრამ აქვთ განსხვავებული აზრი პროცესებზე ხელისუფლებისგან. გამოდის, რომ შეიძლება ჩემ სახლთანაც გამართონ მიტინგები? გამოდის, რომ შვილი ვერ უნდა გავუშვა სკოლაში?ეს არის სახელმწიფო? ეს არის პირდაპირი ნიშანი, რომ ამ ახაგაზრდას ამ ტერმინის გაჟღერება. ესენი არ არიან მიმართული რომ კონკრეტული არასამთავრობო გაანადგურონ, ესენი არიან მიმართული, რომ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები ჩარეცხონ. ძალიან ცუდია, რომ ხელისუფლებაც ამავე ტერმინებს აჟღერებს“, - აცხადებს ლაგაზიძე.
მასალის გამოყენების პირობები






