არ არის გამორიცხული, რომ „თავისუფალმა ზონამ“ თავის ლიდერებზე გააგრძელონ თავდასხმა და შემდეგ ეს შეფუთონ, როგორც პოლიტიკური დაკვეთა“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა „რეაქციაში“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, ორ ახალგაზრდულ ორგანიზაციას შორის არსებული დაპირისპირება „თავისუფალი ზონის“ მიერ ჟურნალისტის ცემის ფაქტს მოჰყვა.
„თუ გავიხსენებთ გუშნიდელ აქციას, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი? „თავისუფალი ზონის“ წევრებმა ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის შემდეგ გამოვიდა ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომელმაც ეს ფაქტი გააპროტესტა. ხომ წარმოგიდგენიათ ასეთი თავდასხმა რომ მომხდარიყო, თუნდაც „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტზე. მაშინვე მას შეფუთავდნენ, როგორც პოლიტიკურს და წამოვიდოდა აქცენტები იმაზე, რომ ეს ხელისუფლების დაკვეთილი იყო. არ გამოვრიცხავ, რომ „თავისუფალი ზონის“ წევრებმა ეს მომავალშიც გააგრძელო, გააგრძელონ თავიანთ ლიდერებზე თავდასხმა და შემდეგ მოხდეს ამის შეფუთვა, თითქოს ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა“, - განაცხადა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






