პრეზიდენტი გერმანიის გაერთიანების დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო
პოლიტიკა - 20:38, 03 Oct, 2014     1216

საქართველოს პრეზიდენტი გერმანიის გაერთიანების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო. გიორგი მარგველაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ქვეყნის გაერთიანებისა და ბერლინის კედლის დაცემის 25 წლის იუბილე მიულოცა.

„დღეს ჩვენ ვზეიმობთ გერმანიის გაერთიანების 24 წლისთავს და ბერლინის კედლის დემონტაჟის 25 წლის იუბილეს. ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, რომ ეს ხდება იმ ქვეყანაში, რომელშიც ჯერ კიდევ აღმართულია ხელოვნური ბარიერები და კედლები, მაგრამ დღევანდელი ზეიმი გვაძლევს იმედს, რომ ევროპაში აღარ იქნება კედლები და ის ბარიერები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაშია აღმართული, მალე დაინგრევა“, - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ევროპის ისტორიაში ეს უმნიშვნელოვანესი დღეა, რადგან სწორედ ბერლინის კედლის დემონტაჟით და გერმანიის გაერთინებით დაიწყო მშვიდობის, კეთილდღეობის, სტაბილურობის გაღრმავება.

„ამ პროცესს მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა მათ შორის ჩვენს სახელმწიფოსა და მთელ რეგიონზე. არ შემიძლია საქართველოს სახელით გერმანიას კიდევ ერთხელ არ გადავუხადო მადლობა იმისთვის, რომ ის იყო ერთ-ერთი პირველი იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც აღიარეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა; სწორედ გერმანია იყო ის ქვეყანა, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა გახსნა საქართველოში საელჩო და ჩვენს ქვეყნებს შორის ამ დღიდან დაიწყო მჭიდრო დიპლომატიური თანამშრომლობა. ხაზგასმით აღვნიშნავ ბოლო ორ სერიოზულ წარმატებას - ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას და ნატო-ში ჩვენი ინტეგრაციის გაღრმავების პროცესს - რომლის მიღწევაშიც ჩვენს გერმანელ პარტნიორებს მნიშვნელოვანი წვლილი მოუძღვის. ჩვენ ყოველთვის მივისწრაფოდით ევროპული ოჯახისკენ და ამ მისწრაფებას ვერაფერი აღუდგება წინ“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

გერმანიის გაერთიანების დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საქართველოში მცხოვრები გერმანელები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42