საქართველოში დღეს არის შიზოფრენიამდე მისული პოლიტიკური გარემო - უგულავა
პოლიტიკა - 19:56, 03 Oct, 2014     1508

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ საქართველოს შესახევ ევროსაბჭოში მიღებულ რეზოლუციას ხელისუფლება „სირაქლემას პოზიციიდან“ უყურებს. ამის შესახებ უგულავა „ფეისბუქზე“ წერს.

მისი თქმით, რეზოლუციაში კარგად ჩანს, რომ საქართველოში არის შერჩევითი მართლმსაჯულება და ყოფილი მაღალჩინოსნების საქმე პოლიტიზირებულია.

"მინდა მივმართო რეზოლუციის მთავარ ადრესატებს, საქართველოს დღევანდელ მთავრობას და ამ მთავრობის მთავარ მენტორ ივანიშვილს: ჩვენს ბავშვობაში არსებობდა გამონათქვამი , „როცა ყველა გეუბნება, რომ ჩაიდანი ხარ, ბოლი უნდა გამოუშვა.“ დღეს მთელი მსოფლიო ბატონ ივანიშვილს და ბატონ ღარიბაშვილს ეუბნება, რომ საქართველო მიდის უკან, რომ იმ ქმედებებმა, რაც 2012 წლის 1 ოქტომბერს მოჰყვა, საქართველოსთვის უკიდურესად სახიფათო ფორმა მიიღო. ბოლო 2 დღის განმავლობაში ვისმენდი შეფასებებს ევროპის საბჭოს რეზოლუციასთან დაკავშირებით. ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები კვლავ განაგრძობენ სირაქლემას პოზიციაში ყოფნას. მართალია და ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ამ დოკუმენტში საუბარია გარკვეულ პოზიტიურ მიღწევებზე, რომელიც შეეძლო ამ ხელისუფლებას ჩვენი საზოგადოებისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიეწოდებინა, როგორც დადებითი მოვლენა. კერძოდ, მთავარი აქ სხვა ფაქტორია : ყველა ის ინიციატივა და რეფორმა, რომელიც მათ წამოიწყეს, ან შუა გზაზეა მიტოვებული ან სწორედ იმიტომ, რომ შუღლის და შურისძიების გაღვივება ხდება, ბოლომდე ვერც ერთი მათგანი ვერ მივიდა. საუბარია სასამართლო რეფორმაზე, რომელიც ამ ხელისუფლებამ წამოიწყო და ამისთვის ნამდვილად შექებულია, მაგრამ ამავდროულად დოკუმენტში ნათქვამია, რომ როდესაც ახალი იუსტიციის საბჭო დაკომპლექტდება, იმიტომ რომ არ სურდათ ამ საბჭოში ოპოზიციის წევრები ეხილათ, ხელისუფლების ნება-სურვილით არ აირჩიეს იუსტიციის საბჭოში უმცირესობის წარმომადგენელი. კი ბატონო, შემოვიდა მოსამართლეთა უვადო დანიშვნის წესი, მაგრამ ამავდროულად დაწესდა 3 წლიანი ერთგვარი გამოსაცდელი პერიოდი. ყველამ კარგად ვიცით, რისთვისაც არის გამოყენებული 3 წლიანი პერიოდი, რომ მათთვის „სასურველ“ საქმეებზე მოხდეს სასამართლოზე ზეწოლა. და სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევებში ეს წარმატებითაც ხორციელდება. კი ბატონო, შემცირდა წინასწარი პატიმრობის გამოყენება, მაგრამ საქართველომ რეკორდი დაამყარა იმ აბსურდში, რომ შეიძლება 2 წელი ადამიანი იყოს წინასწარ პატიმრობაში და არ ჰქონდეს მისჯილი სასამართლოს მიერ. ამ ხელისუფლების ყველა წამოწყება, რომელიც კი შეიძლება „გასაღებული“ ყოფილიყო როგორც რეფორმა, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ტრანსფორმაციის დაუსრულებელი, არშემდგარი, მახინჯი ფორმა და არა რეალური რეფორმა, რომელიც ამ შემთხვევაში სასამართლოს სჭირდებოდა. საუბარია ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმასა და ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებზე, მაგრამ ამავდროულად აღნიშნულია, რომ არსებობს გამგებელი საქართველოში, რომელიც არ მონაწილეობდა არჩევნებში, მაგრამ დღეს ის არის პირდაპირი წესით არჩეული გამგებელი. მარნეულის შემთხვევა მაქვს მხედველობაში. მთელმა საქართველომ იცის, რომ მისი კანდიდატურა მოხსნილი იყო საარჩევნო მარათონიდან და ის დღეს გამგებელია. რეზოლუციაში პოზიტუირ ნაბიჯად არის მიჩნეული, ის რომ გამგებლებისა და მერების პირდაპირი წესით არჩევა ხდება, მაგრამ ამავდროულად ნათქვამია, რომ კანონითვე მიღებულია ისეთი ფორმა, რომ საკრებულოს საერთოდ მიზეზების მითითების გარეშე მერებისა და გამგებლების ადვილად გადაყენება შეუძლია. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის ის კაუჭი რომელიც ხელისუფლებამ გამოდო -არასასურველ მერებსა და გამგებლებს მოექცეს ისე, როგორც მას სურს. საუბარია იმაზე, რომ დაიწყო საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმა, მაგრამ ასევე საუბარია იმაზეც, რომ ეს რეფორმა შუა გზაშია გაჩერებული.

ჩვენ ვხედავთ პროცესს, რომელსაც აწარმოებს უნიათო ხელისუფლება, რომელსაც თუნდაც რომელიმე პოზიტიური წამოწყების ბოლომდე მიყვანა არ შეუძლია. არ შეუძლია ერთადერთი მიზეზის გამო, რომ საქართველოში დღეს არ არის ნორმალური პოლიტიკური ვითარება, საქართველოში დღეს არის შიზოფრენიამდე მისული პოლიტიკური გარემო. და კიდევ ერთი, ამ რეზოლუციიდან ამოიღებდნენ თუ არა ივანიშვილის სახელს და გვარს, რისთვისაც ასე იბრძოდა სტრასბურგში უმრავლესობა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს რეზოლუცია თავიდან ბოლომდე ეხება ივანიშვილს და მის მიერ წარმოებულ შურისძიებაზე დაფუძნებულ პოლიტიკას“, - წერს უგულავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42