ისნის გამგებლის მოადგილის საქმეს აუდიტის სამსახური სწავლობს
პოლიტიკა - 18:02, 03 Oct, 2014     1850

თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახური ისნის გამგებლის მოადგილის, ბესიკ დონაძის მიერ კანონდარღვევის სავარაუდო ფაქტს სწავლობს. კერძოდ, საქმე ეხება დონაძის მიერ სამსახურებრივი ავტომანქანის დაზიანების დამალვასა და საწვავის არამიზნობრივ ხარჯვას.

2013 წლის აგვისტოში თბილისის მერიამ ისნის რაიონის გამგეობას გადასცა ავტომანქანა „ჰიუნდაი I-20“ (სანომრე ნიშნით - BBU 869), რომელიც სარგებლობისთვის გადაეცა გამგებლის მოადგილე ბესიკ დონაძეს.

2013 წლის ოქტომბრის ბოლოს ავტომანქანა ავტოსაგზაო შემთხვევისას დაზიანდა. დონაძეს ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ინფორმაცია სადაზღვევო კომპანიისთვის არ მიუწოდებია. აღნიშნული ავტომანქანა ამ დრომდე არ შეკეთებულა, დგას კერძო პირის ავტოფარეხში და მისით დონაძე ფიზიკურად აღარ სარგებლობს.

ამის მიუხედავად, ამ პერიოდში, როცა ავტომობილი ექსპლუატაციაში არ არის, მასზე დარიცხული საწვავის ბარათით 8 თვის განმავლობაში - 2014 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით - 1 659.00 ლიტრი საწვავის გახარჯვაა დაფიქსირებული. მათ შორის, საწვავის შევსების ფაქტები ფიქსირდება ქ. თბილისის ფარგლებს გარეთაც. კერძოდ: 2014 წლის 17 თებერვალს საწვავი ჩასხმულია სოფ. ქვიტირში (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი), ხოლო 2014 წლის 26 მარტს - სოფ. ოკამში (კასპის მუნიციპალიტეტი).

აღნიშნულ საკითხს ამჟამად თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახური სწავლობს და, კანონდარღვევის დადასტურების შემთხვევაში, განხორციელდება შესაბამისი რეაგირება.

აქვე, მოვუწოდებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, პირველ რიგში, სრულად გაერკვნენ ვითარებაში და, ცალმხრივ ინფორმაციებზე დაყრდნობით, ნუ მოახდენენ შესაბამის რეაგირებას. ამასთან, სისტემაში მომუშავე თუ გათავსუფლებულ მოხელეებს, რომლებიც თვლიან, რომ მათზე ზემოქმედება ხდება, სრული უფლება და შესაძლებლობა აქვთ, მიმართონ სასამართლოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42