საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციაში ძალიან ბევრი პოზიტიური ელემენტია, მაგრამ ნეგატიური ყოველთვის უფრო მეტად ჩანს:
"გულისყურით ვუსმენთ ევროსაბჭოს, როგორც ქართული პოლიტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვან ორგანოს. ჩვენ ევროპული და ევროატლანტიკური განვითარების კურსი ავირჩიეთ. ამ კურსში თავისთავად იგულისხმება, რომ ჩვენ ვართ ახლო კონსულტაციებში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, პოლიტიკოსებთან, რომლებიც გვაძლევენ რეკომენდაციებს. მე მადლობელი ვარ ამ რეკომენდაციებისთვის, რადგან მათი გააზრება, არაა აუცილებლად ზედმიწევნით შესრულება, მაგრამ განხილვა და გააზრება ჩვენ მიგვიყვანს უფრო მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებამდე.
სამწუხაროდ ეს არ ჩანს. იმედი მაქვს, რომ მომავალში ეს გამოსწორდება. მე ვნახე ბევრად უფრო ინტენსიური დინამიკა უკრაინასთან მიმართებაში, ვიდრე საქართველოსთან მიმართებაში. ეს დასანანია, რადგან ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში სწორედ იმას ვცდილობთ, რაც შეიძლება თვალნათლივ ვაჩვენოთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ ის, რაც ხდება ყირიმში და რაც მოხდა საქართველოში, არის ერთი სცენარი", - განაცხადა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






