რამე არის, რაც ამ რეზოლუციაში წერია და სიმართლეს არ შეესაბამება?! - დიმიტრი შაშკინი
პოლიტიკა - 17:11, 03 Oct, 2014     1903

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა, „ნიუპოსტთან“ საუბარში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ დამტკიცებული რეზოლუცია შეაფასა.

ყოფილი მინისტრი აღნიშნულ რეზოლუციას ნეგატიურს უწოდებს და აცხადებს, რომ ნეგატიური პირველ რიგში საქართველოს მთავრობისთვის და ქვეყნისთვის იქნება.

,,როდესაც ასეთი გადაწყვეტილებაა მიღებული, ჩვენ ჩვენს თავს უნდა დავუსვათ მხოლოდ ერთი შეკითხვა: რამე არის რაც წერია ამ რეზოლუციაში და არ შეესაბამება სიმართლეს?! ბუნებრივია, პასუხი არის, რომ - არა! და ჩვენ, ყველა ნორმალურმა ადამიანმა, რომელიც ცხოვრობს ამ ქვეყანაში, ეს იცის. აქედან გამომდინარე, როდესაც კეთდება სხვადასხვა კომენტარები ასამბლეის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ზოგი ცდილობს, რომ ამ დოკუმენტის მნიშვნელობა ქვემოთ დაწიოს, ზოგი ცდილობს, რომ სხვა მიმართულებით გადაიყვანოს საუბარი, მაგრამ ფაქტი ერთია - სამწუხაროდ, ყველაფერი, რაც იქ წერია არის ჩვენი რეალობა და იქ არის ასახული ის მძიმე ფაქტები, რომელიც არის ქვეყანაში. არ აქვს მნიშველობა თქვენ მოგწონთ თუ არა ძველი მთავრობა, ან მოგწონთ თუ არა ახალი მთავრობა - ფაქტი არის ის, რომ ყველაფერი, რაც იქ წერია სამწუხარო რეალობაა“,- განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

შაშკინი მიიჩნევს, რომ ისეთი განცხადებები, როგორიც ამერიკამ და ევროპამ, ბოლო ერთი თვის მანძილზე საქართველოს მისამართით გააკეთეს, ბოლო 12 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა.

„სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების მერე, ეს არის უკვე ევროპის განცხადება საქართველოს მიმართ. მე მინდა ყველას შევახსენო, რომ ჩვენსა და რუსეთს შორის დგას ორი ფაქტორი: ეს არის ქართული ჯარი და ეს არის ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა, თუ ვინმეს აქვს განცდა, რომ რუსეთმა გადაიფიქრა თბილისის აღება და ყველანაირ მომენტს გამოიყენებს ამისთვის, როგორც ცდილობდა ამის გაკეთებას 2008 წელს, ძალიან ცდება. სამწუხაროდ, სანამ პუტინი ხელისუფლებაში იქნება, რუსეთი არის ჩვენი მტერი სახელმწიფო და ჩვენს შორის და ამ ბოროტების იმპერიას შორის დგას ჩვენი ჯარი, რომელიც არის ძალიან პატარა და შეუძლია შეასრულოს კონკრეტული მისია და ასევე დგანან ჩვენი პარტნიორები ევროპაში და ამერიკაში. ერთი თვის განმავლობაში ჩვენ მივიღეთ ძალიან მკვეთრი ნეგატიური სიგნალი ამერიკის შეერთებულ შტატებისგან და ახლა ევროპისგან, ანუ როგორც ვხედავთ ჩვენი მთავარი ორი მოკავშირე, ამერიკაც და ევროპაც მიუთითებს იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და ახლა უკვე მთავრობის გადასაწყვეტია, შეაფასებს თუ არა რეალისტურად ამ გზავნილებს თუ კვლავ ეცდება, როგორც თავის დროზე ამერიკის შეერეთებული შტაბების სახელმწიფო დეპარტამენტის პირველ განცხადების იგნოირირება გააკეთა, ამ განცხადებასაც იგნორიება გაუკეთოს.“,- აღნიშნა შაშკინმა და დასძინა, რომ ქართული საზოგადოება დგას უსერიოზულესი პრობლემის წინაშე. მისივე თქმით, პრობლემა ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს - „ჩვენ რეალურად ვდგავართ კატასტროფის ზღვარზე ჩვენს მთავარ პარტნიორებთან ამერიკასთან და ევროპასთან".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42