საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს.
არასამთავრობო ორგანიზაციები, გიორგი მარგველაშვილს, ფარული მოსმენების საკითხზე, საკუთარ პოზიციას აცნობენ.
საიას თავმჯდომარის კახა კოჟორიძის განცხადებით, ფარული მოსმენების საკითხზე მათ აქვთ პოციზია, რომ ე.წ. გასაღები უნდა ჰქონდეთ მობილურ ოპერატორებს. მისი თქმით, შეეცდებიან პრეზიდენტს აუხსნან თუ რატომ აქვთ ეს პოზიცია.
"მათ ეს პოზიცია ცალსახად დააფიქსირეს, თუმცა გამომდინარე შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციიდან, მათ ალტერნატიულ ვარიანტად ე.წ. ორგასაღებიან სისტემაზე გააკეთეს აქცენტი, რადგან შეიძლება ეს იყო უკეთესი, ვიდრე არსებული რეალობა", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
შეხვედრას ასევე ესწრებიან დეპუტატები თამარ კორძაია, ნინო გოგუაძე და უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






