რუსეთის საგარეო უწყების განცხადება მუქარისშემცველია - პეტრიაშვილი
პოლიტიკა - 16:03, 03 Oct, 2014     1479

რუსეთის საგარეო უწყების განცხადება, საქართველოში სირიელი მეამბოხეების საწვრთნელი ცენტრის შესაძლო გახსნაზე, ის წარმოადგენს მუქარის შემცველ გაფრთხილებას.

ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი „ფეისბუქზე“ წერს.

„ეს განცხადება ყველაფერია, გარდა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებასა და შენარჩუნებაში დაინტერესებული სახელმწიფოს, პრესაში გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოხმაურებისა. პირდაპირ რომ ვთქვათ, ის წარმოადგენს მუქარის შემცველ გაფრთხილებას იმ სახელმწიფოსი, რომელმაც მოახდინა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, არაფრად აგდებს საერთაშორისო შეთანხმებებსა და სამართლის ნორმებს და ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან ყოველმხრივ ხელს უწყობდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე ექსტრემისტებისა და კრიმინალებისთვის ე.წ. "უსაფრთხო სამოთხის" შექმნას. ცინიზმია და სხვა არაფერი, რომ მაშინ, როდესაც თავად ეს სახელმწიფო ახდენს 21-ე საუკუნეში, სუვერენული უკრაინის ტერიტორიების ანექსიას, ღია აგრესიას მის წინააღმდეგ, განაგრძობს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპაციას, შეწუხებით და მზრუნველობით საუბრობს სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე სამხრეთ კავკასაიში“, -წერს პეტრიაშვილი.

მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე ნამდვილად არ განიხილება სირიელი მეამბოხეების საწრთვნელი ცენტრის გახსნის საკითხი.

მინისტრი მოუწოდებს რუსულ მხარეს, თავად გადააფასოს საკუთარი ქმედებები და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება.

„მოვუწოდებ რუსულ მხარეს, თავად გადააფასოს საკუთარი ქმედებები, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, შეწყვიტოს უკრაინის ტერიტორიაზე სეპარატისტებისთვის ხელშეწყობა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა, უკან წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო აღიარება და უკრაინის ტერიტორიების ანექსიაზე გადაწყვეტილება.

ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, თავად მივიღებთ როგორც სუვერენული ქვეყანა, გადაწყვეტილებას, რომელი ცენტრი განთავსდეს და როგორი ფორმით ვიზრუნოთ რეგიონში მშვიდობის დამყარების საქმეში ჩვენი წვლილის შეტანაზე. ჩვენი ყველა ქმედება მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებისკენ და გრძელვადიანი სტაბილურობის დამყარებისკენ როგორც საქართველოში, ისე მთელს რეგიონში. გარწმუნებთ, რომ რუსეთთან მიმართებაში ზემოხსენებული პრობლემების მოგვარება მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს და დააჩქარებდა რუსეთთან სრულფასოვანი, კეთილმეზობლური, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების აღდგენას, რისთვისაც მზაობა საქართველოს მთავრობამ არაერთხელ დაადასტურა!“, - წერს პეტრიაშვილი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42