პრემიერი ანგელა მერკელს გერმანიის გაერთიანების დღეს ულოცავს
პოლიტიკა - 12:10, 03 Oct, 2014     1317

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის კანცლეს ანგელა მერკელს გერმანიის გაერთიანების დღეს ულოცავს.

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავცელებულ მილოცვაშია ნათვამი.

„თქვენო აღმატებულებავ, ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, გულითადად მოგილოცოთ გერმანიის გაერთიანების დღე. ეს ღირსშესანიშნავი თარიღია არა მარტო გერმანიისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, რადგან 3 ოქტომბერი - ეს არის თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის ბრძოლის წარმატებით დაგვირგვინების დღესასწაული.

გერმანიის გაერთიანებამ კიდევ უფრო გააძლიერა ევროპა და მთლიანად დასავლური სამყარო. ქართველი ხალხი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა თავისუფლებისთვის, იზიარებს და უერთდება ამ ღირსშესანიშნავ დღესთან დაკავშირებულ თქვენს სიხარულს და საზეიმო განწყობას.

მინდა, უდიდესი კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებული მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა და პარტნიორობა კიდევ უფრო ვითარდება და ღრმავდება. ამ საქმეში გერმანიის ხელისუფლებისა და პირადად თქვენი წვლილი განსაკუთრებულია. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზაციის საქმეში თქვენი დიდი თანადგომისათვის.

ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ მოუთმენლად ველით თქვენს ვიზიტს საქართველოში. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მომავალი სტუმრობა ახალ და კიდევ უფრო მძლავრ იმპულსს შესძენს ქართულ-გერმანული მეგობრობისა და თანამშრომლობის განმტკიცებას. თქვენი ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში იქნება საქართველოს მიმართ გერმანიის მხარდაჭერისა და სოლიდარობის მკაფიო გამოხატულება“, - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42