სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ახალგორის რაიონიდან წამოსულ მოსახლეობას მოუწოდებს, რომ უარი თქვან საქართველოში მღებულ დევნილის სტატუსსა და ქონებაზე და საკუთარ ბინებში დაბრუნდნენ.
დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის, მურატ ჯიოევის განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციის წევრები ახალგორის მოსახლეობას დევნილად არ უნდა მოიხსენიებდნენ, რადგან ისინი „არავის გაუყრია“.
„საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად, მათზე დევნილის სტატუსი არ ვრცელდება, რადგან ისინი არავის არ გაუყრია, მათ ნებაყოფლობით დატოვეს სახლები და ქართული აგიტაციის გავლენით გადავიდნენ საქართველოში. მათ ჰქონდათ საშუალება, რომ დაბრუნებულიყვნენ საკუთარ სახლებში, რომელსაც არავინ მიკრებია, დაემუშავებინათ თავიანთი მიწის ნაკვეთები და აქედან გამომდინარე, ისინი დევნილები არ არიან. ამ ადამიანებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ ახალგორში უკან დაბრუნება, მაგრამ მათ უარი უნდა თქვან დევნილის სტატუსზე საქართველოში და იმ ბინებზე, რომელიც ზუსტად დევნილის სტატუსის გამო მიიღეს“,- გაანცხადა მურატ ჯიოევმა.
წყარო: გაზეთი "რეზონანსი"
მასალის გამოყენების პირობები






