ნოდარ ხადურმა თსუ-ში სემინარი გამართა
პოლიტიკა - 11:31, 03 Oct, 2014     1077

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, უნივერსიტეტში სემინარი გამართა - თემაზე „პოლიტიკური იდეოლოგიები და მაკროეკონომიკური პოლიტიკის ტრანსფორმაცია საქართველოში.“

ფინანსთა მინისტრმა უნივერსიტეტის დოქტორანტებს და პროფესორ-მასწავლებლებს ბოლო ათწლეულების მიხედვით, ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის „საქართველო 2020“-ის პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო, რომლის მთავარი მიზანია, მოსახლეობის საყოველთაო ჩართულობა ეკონომიკური განვითარების პროცესში, ეკონომიკური ზრდის შედეგად საზოგადოების თითოეული წევრის კეთილდღეობა და მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება.


„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, ჩემს კოლეგებთან, რომლებსაც უდიდესი გამოცდილება აქვთ. ასეთი ფართო აუდიტორიისთვის ჩვენი მოსაზრებების გაცნობა იმითაც არის მნიშნელოვანი, რომ მათგან ბევრ საინტერესო შენიშვნას და მოსაზრებას ვისმენთ, რაც დაგვეხმარება ეკონომიკური პოლიტიკის სრულყოფის პროცესში“,-განაცხადა ნოდარ ხადურმა.


„მნიშვნელოვანია, რომ სამეცნიერო საზოგადოების დაინტერესება გაიზარდოს ასეთი შეხვედრების მიმართ. დღეს ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორი და ფინანსთა მინისტრი წარსდგა საკმაოდ საინტერესო მოხსენებით. ვფიქრობთ, ასეთი სემინარები გამოაცოცხლებს ეკონომიკურ აზრს და გაიზრდება ყველა იმ მკვლევარის დაინტერესება, ვინც მუშაობს ეკონომიკაში და მასთან დაახლოებულ სფეროში", - აღნიშნა თსუ-ს რექტორმა ლადო პაპავამ.


ლექცია სწორედ თსუ რექტორის მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარის "პოლიტეკონომიური საუბრები ლადო პაპავასთან" ფარგლებში გაიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42