პრემიერი არღვევს არასრულწლოვანის უდანაშაულობის პრეზუმფციას - გვარამია
პოლიტიკა - 10:27, 03 Oct, 2014     2165

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის ძმის საქმეზე პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

გვარამია ფიქრობს, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტის ძმის საქმე მთავრობას სერიოზულ კონტროლზე აქვს აყვანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ პროკურატურა ამ საქმეში მიუკერძოებელი არ არის და ეს საქმე უკვე მართულია.

„ამ ვითარებაში, როდესაც პრემიერმა დაწვრილებით იცის რუსთავი 2-ის ერთ-ერთი ჟურნალისტის არასრულწლოვანი ძმის ისტორია, არა მხოლოდ ის, თუ რა შეუფარდა მას პირველი ინსტანციის სასამართლომ, შემდეგ უკვე სააპელაციო სასამართლომ, არამედ დაწვრილებით გადმოსცემს ეთერში მილიონობით აუდიტორიის წინაშე ამ დანაშაულის დეტალებს, არღვევს არასრულწლოვანის უდანაშაულობის პრეზუმფციას და მას უკვე აცხადებს დამნაშავედ. პლუს რაღაც შეთქმულების თეორიებს მისდევს და ადანაშაულებს არა მხოლოდ რუსთავი 2-ს, არამედ მთელ მედიას რაღაც შეთქმულების მოწყობაში, რომ ეს ფაქტი არ გაგვეშუქებინა. ვფიქრობ, რომ ჩვენი ჟურნალისტის ძმის საქმე სერიოზულ კონტროლზე აქვს აყვანილი მთავრობას, რაც იმას ნიშნავს, რომ პროკურატურა ამ საქმეში მიუკერძებელი არ არის. და შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ეს საქმე უკვე მართულია.

ამას თუ დავამატებთ იმ კნოტექსტს, რომელიც სასამართლოში იყო, კერძოდ, საქმის განმხილველი მოსამართლის ცინიკურ განცხადებას, რომ იმედია რუსთავი 2 ამ საქმესთან დაკავშირებით არ იტყვის, რომ ამ ბიჭს არასრულწლოვანს „ტაქსის მძღოლი ჩაუდეს“. თავის მხრივ, ცხადი ხდება, რომ სასამართლოც ერთი მხრივ და მეორე მხრივ, პროკურატურაც გამოხატავენ თავის დამოკიდებულებას და ისინი არ არიან ობიექტურები“, - განაცხადა გვარამიამ „კურიერთან“ საუბრისას.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავი 2-ის ჟურნალისტის ძმის საქმეს გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს საქმე არც რუსთავი 2-მა და არც სხვა ტელევიზიებმა არ გააშუქეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სიცრუის ტირაჟირებას ეწევიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42