დავით ნარმანია დიპლომატიურ კორპუსს და დონორ ორგანიზაციებს შეხვდა
პოლიტიკა - 19:48, 02 Oct, 2014     1119
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართული შეხვედრის მიზანი დედაქალაქის ახალი მთავრობის მუშაობის სტრატეგიის გაცნობა და დაგეგმილ პროგრამებსა თუ პროექტებში დონორი ორგანიზაციების შესაძლო ჩართულობა იყო.

როგორც შეხვედრაზე დავით ნარმანიამ განაცხადა, თბილისის მთავრობის სურვილია, ერთის მხრივ, თანამედროვე ასპექტებზე გადასვლის კუთხით გაიზიაროს დონორი ორგანიზაციების მდიდარი გამოცდილება, მეორეს მხრივ, მოიზიდოს ფინანსური რესურსი.

„დონორ ორგანიზაციებს სხვადასხვა სფეროებში მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება მათი გამოცდილების გაზიარება და რესურსი ისეთ პროექტებში, როგორებიცაა განაშენიანების გენერალური გეგმის მომზადება, საცხოვრებლად მიმზიდველი და კომფორტული გარემოს შექმნა, სატრანსპორტო სისტემის ახალი მოდელის განვითარება, ნარჩენების მართვის სისტემის რეგულირება, თბილისის, როგორც რეგიონის ეკონომიკურ ცენტრად ქცევა, საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქის ბიუჯეტი 800 მილიონ ლარამდეა, ეს თანხა საკმარისი არ არის ქალაქში არსებული უამრავი პრობლემის მოსაგვარებლად“ - განაცხადა შეხვედრაზე დავით ნარმანიამ.

თავის მხრივ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD), მუნიციპალური ტრანსპორტის, მეტროსადგურების მოძველებული სისტემის განახლების, გარე-განათების ენერგოეფექტური სისტემის დამონტაჟების, პარკირებისა და სხვა პროექტებში ჩართვის მზადყოფნა გამოთქვა. აზიის განვითარების ბანკი კი მზადაა, თბილისის მთავრობას დედაქალაქის გენერალური გეგმის შემუშავებაში დაეხმაროს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სხვადასხვა საკითხებში აქტიურად ჩაერთვება სამოქალაქო საზოგადოება.

„ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნების ელჩები და მოადგილეები, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), ევროპის საინვესტიციო ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW), აზიის განვითარების ბანკის, ბრიტანეთის საბჭოს, ევრაზიის ფონდის, ავსტრიის განვითარების სააგენტოს და სხვა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, დედაქალაქის მთავრობის წევრები, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი.

აღნიშნული ფორმატით შეხვედრები წელიწადში ორჯერ გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42