პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ „ნიუპოსტთან“ საუბარში „თავისუფალი ზონის“ ოფისთან დღეს განვითარებული მოვლენები შეაფასა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი სახიფათო ზღვარს გადავიდა.
„ჩვენ ორი წელია ვხედავთ ძალადობის და განსაკუთრებით პოლიტიკური ძალადობის ესკალაციას. ხოლო ორი დღის წინ ეს ყველაფერი ახალ სიბრტყეში გადავიდა, როდესაც პრაქტიკულად პოლიციის კოორდინირებით და ზედამხედველობით „თავისუფალი ზონის“ ოფისში ორგანიზება მოხდა, ანუ პოლიტიკურად ხელისუფლებისთვის მიუღებელი ჯგუფის ოფისში შევარდნის მცდელობას, დარბევის მცდელობას, ეს ძალიან სახიფათო გზაა, პირველ რიგში ხელსუფლებისათვის და პირადად ივანიშვილისთვის, მაგრამ სამწუხაროდ მთელი ქვეყნისთვისაც. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ასუსტებს ჩვენს ქვეყანას და არის ხელსაყრელი ყველა ჩვენი მტრისთვის“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






