ეს უტვინობა ხელისუფლებას ბუმერანგივით შეუბრუნდება - "ნაციონალები" დღევანდელ აქციას აფასებენ
პოლიტიკა - 18:00, 02 Oct, 2014     1964

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მიიჩნევენ, რომ „თავისუფალი ზონის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქცია ხელისუფლებისგან მართული იყო.

„ნიუპოსტთან“ საუბარში უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილის თქმით, აღნიშნულ პროცესებში ფიგურირებენ ადამიანები, ვისაც რუსულ სამსახურებთან მჭიდრო თანამშრომლობა ჰქონდათ.

„რამდენიმე დღეა პროვოკაციების ახალი ტალღა აქვთ. არის ზეწოლის მცდელობები ოპოზიციაზე და განსხვავებული აზროვნების ადამიანებზე. ამ შემთხვევაში ზეწოლა მიმდინარეობს „თავისუფალ ზონაზე“. ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილია, ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც კარგად. ეს ძალიან სარისკოა ჩვენი ქვეყნისთვის. ამ ყველაფერში ისეთი პიროვნებები ფიგურირებენ, რომლებსაც რუსულ სამსახურებთან ჰქონდათ მჭიდრო თანამშრომლობა. ეს არის დიდი უტვინობა, რომელიც მათ ბუმერანგივით შეუბრუნდებათ“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

თანაგუნდელის მოსაზრებას ეთანხმება ნიკა მელიაც და ამბობს, რომ „თავისუფალი ზონის“ წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ შექმნილი ძალადობრივი ჯგუფები მოქმედებენ.

როგორც „ნიუპოსტთან“ საუბარში მელია აცხადებს, მსგავსი აქციები და დაპირისპირება ქვეყნის სტაბილურობას დაანგრევს.

„სამწუხაროდ ის ყველაფერი რაც დღეს და გუშინ მოხდა არის მართული პროცესი ხელისუფლების მეცადინეობით. ხელისუფლებამ შექმნა ძალადობრივი ჯგუფები. ეს იმას ნიშვანს, რომ ხელისუფლებას არ სურს სამოქალაქო მშვიდობა, მას სურს დესტაბილიზაცია. იმის მაგივრად, რომ პროცესების ნორმალიზებას შეუწყოს ხელი, იგი ახალისებს დაპირისპირებას. მე მოუწოდებ მათ რომ გონს მოეგონ.იმედია, გაათვითცნობიერებენ, რომ ისინი არიან ხელისუფლებაში. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც არის „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიცია. ასეთ სიტუაციაში მსგავს აქციებს ადგილი ექნება, რაც დაანგრევს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას. ეს არ არის ცალკეული ჯგუფების პროტესტის გამოხატვა. ეს არის მართული პროცესი ხელისუფლების მხრიდან. ხელისუფლება იმართება ერთი ადამიანის მხრიდან. არის მცდელობა, რომ ნაცვლად იმისა, რომ მოხდეს დემოკრატიის კონსოლიდაცია ხდება ძალაუფლების კონსოლიდაცია. ეს ყველაფერი ხდება ოლიგარქიული წყობილების დამკვიდრების სტილში“, - აცხადებს მელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42