„ერთიანი ნაციონალური მძორაობის“ წევრი, გიგა ბოკერია, ხელისუფლებას მოუწოდებს „ძალადობის ესკალაცია შეწყვიტოს". ამის შესახებ კომენტარი საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა „თავისუფალი ზონის“ ოფისთან მიმდინარე აქციაზე გააკეთა:
„ძალიან სახიფათო ზღვარს გადავიდა ივანიშვილის მთავრობა, ამ პოლიტიკური მონების გუნდი, როდესაც იმ ძალადობას, რასაც ვხედავთ ბოლო ორი წლის განმავლობაში, ეს ძალადობა ახალ საფეხურზე გადაჰყავთ, ოფისებში შევარდნის. ეს არის ძალიან სახიფათო გზა, პირველ რიგში იმ ხალხისთვის და ივანიშვილისთვის, ვინც ამას აორგანიზებს და სამწუხაროდ მთელი ქვეყნისთვისაც. ჩვენი გზავნილი არის ის, რომ სანამ გვიანი არ არის გონს მოეგონ და ძალადობის ესკალაცია შეწყვიტონ, რომელსაც აბსოლუტურად შეგნებულად ეწევიან და რომელშიც ირიბად პოლიციაც ჩაითრიეს. ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






