უნდა შესულიყო თუ არა რეზოლუციის ტექსტში მაღალჩინოსნების სახელები და გვარები
პოლიტიკა - 15:05, 02 Oct, 2014     1514

უნდა შესულიყო თუ არა რეზოლუციის ტექსტში გარკვეული პუნქტები, მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნების სახელები და გვარები. ამ თემაზე ევროსაბჭოში ისევ აზრთა სხვადასხვაობაა.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ კრიტიკული შენიშვნებისა და შესწორებების ძირითადი ნაწილი შეთავაზებული იყო „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი მხარდამჭერი პარტიის ევროპის სახალხო პარტიის მიერ. ეკა ბესელია აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ თავად მომხსენებლებმა ამ ფორმით რეზოლუციას მხარი არ დაუჭირდეს.

„როდესაც დაემატა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების და სახალხო პარტიის მხარდაჭერით შესწორებები, რომელიც კონკრეტულ სისხლის სამართალს ეხება და პირდაპირ წერია რეზოლუციის ტექსტში, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ასეულობით ადამიანს იბარებენ დაკითხვაზე და ასე შემდეგ.. ამ დამატებებს მხარი არ დაუჭირა არც ერთმა მოხსენებელმა და არც მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარემ მისცა ხმა და ბუნებრივია არც ჩვენ გავიზიარეთ“,- განცხადა ეკა ბესელიამ.

საპარალამენტო უმცირესობაში კი განსახვავებულად ფიქრობენ. გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ რეზოლუციამ მიიღო ძალიან ბევრი ხმა და მხარდამჭერებს შორის იყვნენ არამხოლოდ ევროპის სახალხო პარტიის წარმოამდგენლები, არამედ სხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებიც.

„დეპუტატების აზრი იყო ერთმნიშვნელოვანი, გადაჭრით იქნა უარყოფილი დოკუმენტის უკან გაწვევა, გადაჭრით იქნა უარყოფილი „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული უკლებლივ ყველა შესწორება, რეზოულიცია ასევე იქნა მიღეული ხმების დიდი უმრავლესობით და ასევე ეს არის დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს „ქართული ოცნების“ ორწლიანი მოღვაწეობის უმწვავეს საერთაშორისო შეფასებას“,- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

„ეს შეიძლება ითქვას უპრეცედენტო შემთხვევაა, კენჭისყრა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერით დასრულდა, ცდილობდნენ მოეხსნათ ანაგარიში, რომლის განხილვა უკვე შედგეა და რომლის შესაბამისი ცვლილებებიც აისახა. ამასთან ეს დოკუმენტი მეტყველებს იმაზე, რომ ევროსაბჭო მხარს უჭერს ზომებს რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებას“,- განაცხადა უკრაინელმა დეპუტატა სერგეი სობოლევმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42