ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი იუსტიციის მინისტრს პასუხობს.
თავდაცვის ექს-მინისტრის მეუღლე წულუკიანის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ ახალაია პატიმრობაში კანონიერად იმყოფება.
„ნიუპოსტთან“ საუბარში ნადარეიშვილი ამბობს, რომ ის ეპითეტები, რომლსაც წულუკიანი ბაჩო ახალაიაზე ხმარობს, მას უფრო უდგება.
„წულუკიანი იყო ის მინისტრი, რომელიც ბაჩოს დაკავების პირველ დღეებში ტელეეკრანებიდან ყოველ დღე კმაყოფილი ჰაბიტუსით გვიმტკიცებდა, რომ ბაჩო ახალაია იყო "მონსტრი", "საქართველის დიდი უბედურება", "დამნაშავე და ჯალათი". ეს მისი სიტყვებია. დარწმუნებული ვარ ბოდიშს ის არ მოიხდის. ამიტომ ისევ უტიფრად "გააპრავებს" თავის ეპითეტებს, რომელიც მას უფრო უდგება“, - განაცხადა ნადარეიშვილმა.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს რეზოლუციის იმ ნაწილს გამოეხმაურა, სადაც ბაჩო ახალაიაზეა საუბარი. წულუკიანი აღნიშნავს, რომ ახალაიასთან მიმართებაში კანონი არ დარღვეულა.
„ამჟამად ბაჩო ახალაია წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, ივნისიდან, სერგო თეთრაძის საქმეზე. ხოლო ივნისიდან დღემდე ცხრათვიანი ვადა არ არის გასული. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ არცერთ მიმდინარე საქმეზე ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ კონსტიტუციური, 9-თვიანი ვადა არ არის დარღვეული“, - აცხადებს წულუკიანი.
მასალის გამოყენების პირობები






