მთავრობის ადმინისტრაცია დონორების კოორდინაციის ეფექტიანი მექანიზმების დანერგვაზე მუშაობს
პოლიტიკა - 12:20, 02 Oct, 2014     1294

დონორების კოორდინაციის ეფექტიანი მექანიზმების დანერგვა საქართველოს მთავრობაში, - ამ თემაზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია 2-3 ოქტომბერს ორდღიან სემინარს მართავს.

სემინარის მიზანია მთავრობის ადმინისტრაციასა და სამინისტროებს შორის კოორდინაციის ეფექტიანობის გაზრდა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ნინო კობახიძის განმარტებით, სემინარის მონაწილეები ისაუბრებენ დონორების კოორდინაციის ეფექტიანი მექანიზმების ჩამოყალიბებაზე, დახმარებების ეფექტიანად გამოყენებასა და მეგობარი ქვეყნების განვითარების სააგენტოებთან ეფექტიანი კომუნიკაციას შემუშავებაზე, ასევე ერთმანეთს ხედვებს და სამომავლო გეგმებს გაუზიარებენ.

როგორც ნინო კობახიძემ აღნიშნა, მთავრობის ადმინისტრაცია საქართველოს მთავრობაში კოორდინაციისა და სტრატეგიული დაგეგმვის გაუმჯობესების მიმართულებით აქტიურად მუშაობს.

„პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურა, რომელიც აქამდე არ არსებობდა. მისი მუშაობა მიმართულია მთავრობის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდისა და ინსტიტუტების გაძლიერებისკენ. დეპარტამენტი უზრუნველყოფს სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული აქტივობების კონსოლიდაციას, დროულ განხორციელებას და ამასთანავე, ხელს შეუწყობს უწყებრივ კოორდინაციას. აღნიშნული სტრუქტურის ჩამოყალიბებას დადებითად აფასებენ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები. ჩვენთან აქტიურად მუშაობს "სიგმა", რომელიც ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის და ევროკავშირის ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენს", - განაცხადა ნინო კობახიძემ.

პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტი სამ ჰორიზონტალურ ერთეულს აერთიანებს - სამთავრობო გეგმებისა და ინოვაციების სამსახურს, დონორების კოორდინაციის სამმართველოს და საგარეო ურთიერთობების სამსახურს.

დონორების კოორდინაცია სტრატეგიული დაგეგმვის ნაწილია, რასაც მნიშვნელოვანი როლი ეკისრება სახელმწიფოს ეფექტიანად ფუნქციონირების საკითხში. დონორების საქმიანობის კოორდინაცია გულისხმობს განვითარების პარტნიორების მიერ უზრუნველყოფილი საგარეო დახმარების სახელმწიფო პრიორიტეტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას და დუბლირებული აქტივობების თავიდან აცილებას.

სემინარს, რომელსაც მოდერაციას უწევს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, 19 სამინისტროსა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები ესწრებიან. ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით იმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42