„დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელი, მუხრან ბურჭულაძე სოციალური ქსელის მეშვეობით შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„მინისტრს ცრუპენტელობა არ შეშვენის. მესმის, მძიმეა იმის აღიარება, რომ იუსტიციის სახლებს "გისოსებიანი" საბუღალტრო აკლია, რომ "რეფორმა" ბოლომდე მიიყვანო, რომ თითოეულ სივრცეში 8-12 მიმღების საქმიანობას სულ 3 იოგას მიმდევარი ადამიანი ითავსებს, რომ საჯარო ინფორმაციას შენს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ები გიმალავენ და რომ განცხადების განხილვის ვადები გაზარდე - უბრალოდ ჯერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არ გაგიუქმებია, მაგრამ ამასაც აღარაფერი აკლია.
თუმცა, ყველაზე მაგარი ინიციატივა რაც მოვისმინე იმასთან დაკავშირებით, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ შემდგარი ოჯახის საერთო საკუთრებაშია, გაყრის შემთხვევაში მხოლოდ ქართველს უნდა ეკუთვნოდეს, უნდა გაგეჟღერებინა თან მხურვალე ტაშის შემდეგ მოაყოლებდი, რომ აწი ავტობუსებშიც გამოიყოფა უცხოელებისთვის ცალკე ადგილები და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დამატებით საპირფარეშოებსაც კი გახსნით "არაქართველებისთვის". რაა მაინც; სისტემა ერთხელ თუ არ დაანგრიე რაა მამული“,- წერს მუხრან ბუჭულაძე.
მასალის გამოყენების პირობები






