ავტოტექდათვალიერების ვადა, სავარაუდოდ, 2 წლით გადაიწევს
პოლიტიკა - 09:56, 02 Oct, 2014     1215

საქართველოში ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების ვადა სავარაუდოდ 2 წლით გადაიწევს და ნაცვლად 2015 წლისა, 2017 წლის 1 მარტიდან შევა ძალაში, - ამგვარი რეკომენდაციით ეკონომიკურმა საბჭომ მთავრობას მიმართა. საბჭოს სხდომა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა, რომელზეც საქართველოში ავტომობილების პერიოდულ ტესტირებასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობასა და გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

ეკონომიკურ საბჭოზე ასევე მოისმინეს ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის- „აწარმოე საქართველოში" მიმდინარეობის შესახებ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ქეთევან ბოჭორიშვილის განმარტებით, დღეისთვის უკვე დამტკიცებულია სოფლის მეურნეობისა და ინდუსტრიული მიმართულების მქონე 25 პროექტი, რაც ნიშნავს ათასობით ახალი სამუშაო ადგილის გაჩენას. სიახლეს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ დღეიდან ნებისმიერ ბიზნესმენს, ვისაც წარმოების გაფართოება სურს, შეუძლია ჩაერთოს პროგრამაში და მიიღოს შეღავათიანი სესხი.

„ პროგრამით დაინტერესება იმდენად დიდი იყო მეწარმეებში, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, არსებულ მეწარმეებსაც შეძლებოდათ წარმოების გაფართოება-გამსხვილება. ამ მიზნით მათ შეუძლიათ, მიმართონ ბანკებს და ისარგებლონ შეღავათიანი სესხით და მთავრობის თანადაფინანსების პროცენტით,"-განაცხადა ქეთევან ბოჭორიშვილმა.

დღევანდელ ეკონომიკურ საბჭოზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია საქართველოს სატრანზიტო დერეფნის განვითარების შესაძლებლობებისა და პერსპექტივების შესახებ. საბჭოს წევრებმა განიხილეს პროექტი „ახალი აბრეშუმის გზა", რომელიც ევროპისა და აზიის რეგიონებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული კავშირურთიერთობების გაღრმავებას, ახალი საავტომობილო ქსელის განვითარებასა და გლობალური კავშირების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42