თედო ჯაფარიძის განცხადება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ზიანს აყენებს - ჭიაბერაშვილი
სოც.მედია - 09:52, 02 Oct, 2014     3217

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი ევროსაბჭოს მიერ მიღებულ ასამბლეაზე თედო ჯაფარიძის განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია ძალიან კრიტიკულია რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ხელდასმული და "ასავალ-დასავალის" იდეოლოგიით მართული მთავრობის მიმართ. სამწუხაროდ, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან საქართველო ვერ ჩნდება იმ სახით, რისი შანსიც მას ჰქონდა 2012 წლის 1 ოქტომბერს ძალაუფლების დემოკრატიულად გადაცემის შემდეგ. მაგრამ საქართველოს მთავრობის მხრიდან ოპონენტების ყოვლად გაუმართლებელ პოლიტიკურ ანგარიშსორებაზე არანაკლებ ზიანს ქვეყნის ეროვნულ ინეტერსებს თედო ჯაფარიძის განცხადება აყენებს.

მსურს საზოგადოებას შევახსენო, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, თავისი 1633, 1647 და 1683 რეზოლუციებით, რომლებიც 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოში სამხედრო აგრესიისა და დღესაც მიმდინარე ოკუპაციას ეხება, რუსეთს ავალდებულებს, გაიყვანოს ჯარები საქარველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

თუ ჩვენვე ვიტყვით (როგორც ამას ბატონი თედო ჯაფარიძე აკეთებს თავისი ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე), რომ ასამბლეის რეზოლუციების შესრულება სავალდებულო არაა, მაშინ რუსეთს ვაძლევთ დამატებით არგუმენტს, რომ არ შეასრულოს ზემოთნახსენები რეზოლუციები. უფრო მეტიც, ამ განცხადებით საქართველო თავად ემსგავსება პუტინის რუსეთს და იანუკოვიჩის უკრაინას.

ვფიქრობ, ძალიან საგანგაშო განცხადებაა.

ამასთან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში როგორც რეზოლუციაზე, ისე ცალკეულ შესწორებებზე კენჭისყრის შედეგები ავლენს, რომ:

- "ქართულ ოცნებასთან" ერთად რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს იმ დეპუტატებმა, რომელთა უმრავლესობა 2008 წლიდან მოყოლებული რუსული დეპუტაციის მხარდამხარ აძლევდა ხმას, როცა საქმე 2008 წლის ომის შესახებ რეზლუციებს ეხებოდა.

- რეზოლუციას ჰქონდა მრავალპარტიული მხარდაჭერა, ანუ მხარდამჭერი დეპუტატები განსხვავდებიან პარტიული კუთვნილებით და მათში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტნიორი EPP-ს (ევროპის სახალხო პარტიის) დეპუტაციის გარდა არიან სოციალისტები და ლიბერალები. სხვათა შორის, ლიბერალებში (ALDE) გაწევრიანებულნი არიან უსუფაშვილის რესპუბლიკელები და ალასანიას "თავისუფალი დემოკარტები"“, - წერს ჭიაბერაშვილი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42