"ეს არის დოკუმენტი, რომელშიც მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული ყველა ის პრობლემა რომელიც სამწუხაროდ დგას ქართული დემოკრატიის წინაშე, ახალი ხელისუფლების და მილიარდერი ოქლიგარქის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ- ამის შესახებ „ ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგა ბოკერიამ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის კომენტირებისას გაანაცხადა.
„არსებითი ის კი არა არის რომ ეს პრობლემები გაიტანეს თუ არა რეზოლუციაში, არამედ ის, რომ ეს პრობლემები არსებობს ქვეყანაში. ბუნებრივია, თავისუფალი სამყაროს წარმომადგენლები და ევროსაბჭოს ერთ-ერთი ინსტიტუტია ამ სამყაროსი, ამას შეამჩნევენ, რეაქციაც იქნება , ეს ძალიან მწვავე დოკუმენტია . ხელისუფლებამ პრობლემას უნდა შეხედოს არა იმ მხრივ, რომ ეს დაბლოკოს, არამედ კონცენტრაცია ქვეყნის წინაშე მდგომ პრობლემებზე უნდა მოახდინოს და არა იმ სამარცხვინო ისტერიაზე, რომელიც ახასიათებდა რუსეთის ხელისუფლებას.“- აცხადებს ბოკერია
გიგა ბოკერია რეზოლუციასთან დაკავშირებით ხელისუფლების რეაქციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა გონია: „ჯერ იძახიან რომ დოკუმენტიდან ყველაფრის ამოღება მოხდება, პრემიერმინისტრი გამოდის და ჰგონია რომ იქ თავისი საპარლამენტო უმრავლესობა ჰყავს, შემდეგ კი იძახან, რომ ამას მხოლოდ სარეკომენდაციო მნიშვნელობა აქვს.
რა თქმა უნდა, ეს სარეკომენდაციო ხასიათისაა, ეს არ არის კრემლი, რომელიც მუშტებს გიბრახუნებს, გინიშნავს თანამდებობის პირებს და შენ დამოუკიდებლობას ხელჰყოფს, თავისუფალი სამყარო და ევროპა ასე არ ფუნქციონირებს, მაგრამ უკვე ეს განცხადებაც ძალიან საგანგაშოა, რადგან რაც ხდება ქვეყნის შიგნით, ამით ქვეყანა შორდება იმ გზას, რაც ქვია გზა ევროპისკენ, შორდება იმას რასაც ქვია საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის თავისუფალი, ღირსეული, უსაფრთხო ცხოვრება. ამას აკეთებს მილიარდერი ივანიშვილის გუნდი და თითოეული დღე მათი მოღვაწეობის არის ჩვენი ქვეყნისთვის დამატებითი საფრთხეების შემცველი.“ - აღნიშნავს ბოკერია
ბოკერიას თქმით, საქართველოს სჭირდება დიდი გზის გავლა რომ ევროპული ქვეყანა გახდეს, ხელისუფლების მსგავსი ქმედებები კი საქართველოს ამ გზაზე წინსვლას საფრთხეს უქმნის „ამ გზაზე ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა, ევროპის მიმართ ასეთი დამოკიდებულება კი ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ამას საერთოდ არ აპირებს. ისედაც ვიცოდით, რომ ივანიშვილს ეს გეგმებშიც არ აქვს. ხელისუფლება რომელიც იანუკოვიჩივით იქცევა და თავს ესხმის დასავლურ ინსტიტუტებს , ვინც მათ აკრიტიკებს, ეუბნებიან, რომ არ გვაინტერესებს თქვენი აზრი. ბუნებრივია ქვეყანა რჩება თვალთახედვის მიღმა , ასეთი ურთიერთობა კი ჩვენი უსაფრთხოების რისკებს ზრდის და ჩვენს მომავალს აყენებს ეჭვის ქვეშ.“
მასალის გამოყენების პირობები






