ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე კომენტარი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა გააკეთეს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თედო ჯაფარიძის განცხადებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია დრამატული არ არის და ის უკეთესად მუშაობის რეკომენდაციას აძლევს საქართველოს მთავრობას.
„მე ამის დრამატიზირებას არ მოვახდენდი, მე მესმის ჩვენი პატივცემული ოპოზიციონერების ასე ვთქვათ სიხარული, იმის გამო რომ გვარები დაფიქსირდა. მე ვერ ვხედავ დიდ ტრაგედიას, ეს არის გზავნილი ჩვენი მთავრობის მიმართ რომ არის საკითხები, რომელზეც ჩვენ უკეთესად უნდა ვიმუშაოთ.”- აცხადებს თედო ჯაფარიძე.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, კი რეზოლუცია საკმაოდ წინააღმდეგობრივია, „ ძალიან იშვიათია როდესაც ასამბლეაზე მიღებული ხდება ისეთი რეზოლუციები, რომელსაც მხარს არ უჭერენ თავად მომხსენებლები, ვინც უშუალოდ ფლობენ ადგილზე სიტუაციას, ეს იმაზე მიუთითებს რომ საკითხები არ არის რეალურად ასახული , რაც შეეხება იმ მონიტორინგის კომიტეტის ხელმძღვანელს რომლის მეშვეობითაც გადის ეს რეზოლუცია თავად მანაც მხარი არ დაუჭირა ამ რეზოლუციას, მეც თავად მხარი არ დავუჭირე რეზოლუციას, მე მხარს ვუჭერ იმ პოზიციას, რა პოზიციებიც ქონდათ მომხსენებლებს, ის საკითხები, რა საკითხების გატანაც მოხდა გარკვეული ჯგუფის მიერ, არ ასახავს რელობას“- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
მასალის გამოყენების პირობები






