საქართველოს შესახებ რეზოლუციაში პროგრესი არასათანადოდაა ასახული- ევროპარლამენტარი
პოლიტიკა - 20:26, 01 Oct, 2014     1507

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ ანგარიშზე, საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა მაიკლ იენსენმა და ბორის სირევიჩმა გააკეთეს კომენტარი

ევროპარლამენტარ მაიკლ იენსენის განცხადებით დოკუმენტში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის აღწერა არასათანადოდ მოხდა.

„მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ რეზოლუციაში არ ჩაიწერა, ის რომ მთავრობას არ შეუძლია ელაპარაკოს ყოფილ პრემიერს, რა თქმა უნდა მათ ამის უფლება აქვთ. ამავე დროს მწუხარებას გამოვთქვამ იმის გამო, რომ ცვლილებას , რომელსაც მე მხარი არ დავუჭირე გავიდა და შევიდა რეზოლუციაში, რომ პროგრესს ბევრი რამ ჩრდილავს საქარველოში, იმის გამო, რომ ეს ჩანაწერი არის რეზოლუციის რეზუმეში, ნეგატიურ ასპექტში გადაყავს ზოგადი შეფასება, მე არ ვფიქრობ რომ პროგრესი არაა. ბევრი მიმართულებით არის პროგრესი და ეს უნდა ყოფილიყო დასასრულში.

სახელები და გვარები დარჩა, დარჩა შეშფოთება ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ შერჩევითი სამართლის გამო“- განაცხადა იენსენმა

ბორის სირევიჩის განცხადებით, საქართველოს მთავარი პრობლემა პოლიტიკურ ძალთა შორის არსებული პოლარიზაციაა, თავად მომხსენებელი დოკუმენტის საბოლოო ვარიანტით უმაყოფილოა. „ მე არ ვარ კმაყოფილი, ეს არის ზოგადად ჩემი შეფასება, დოკუმენტს დააკლდა მიღწევებისა და პროგრესის აღნიშვნა, შეიძლება გარკვეული პრობლემები იყოს, მაგრამ ჩვენ საქართველო კი არ უნდა დავადანაშაულოთ, არამედ პირიქით დავეხმაროთ რეკომენდაციებით, ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა არის პოლარიზაცია, ეს უკვე სცილდება ნორმალურ პოლიტიკურ კონიუნქტურას, თქვენ გჭირდებათ თანამშრომლობა, ჩვენი მიზანი და მისია უნდა იყოს ხელშეწყობა, რომ თქვენ დაძლიოთ პოლარიზაცია, უნდა იმუშაოთ ერთად და არა ებრძოლოთ ერთმანეთს, დაპირისპირება გადმოვიდა აქ, ნაწილმა წააგო, ნაწილმა მოიგო ეს კონკრეტული ბრძოლა, მე როგორც მომხსენებელი ვამბობ, რომ ასეთი მოქმედება და ასეთი დოკუმენტი საქართველოს ვერ დაეხმარება.“- აღნიშნავს ევროპარლამენტარი ბორის სირევიჩი


შეგახსენებთ, დღეს კენჭისყრის შედეგით 103 მომხრე, 27 წინააღმდეგი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო. დოკუმენტში პოლიტიკური დევნის, ბაჩო ახალაიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის, ასევე, მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი დევნის და მისი ქონების დაყადაღების საკითხი მოხვდა. ანგარიშში არ შევიდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ის შესწორება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ჩარევას ეხებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42