,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ ანდრო ბარნოვის მიმართის ტექტს:
,,მინდა, მოვუწოდო "თავისუფალ თაობაში" გაწევრიანებულ ახალგაზრდებს: ჩვენ არ გვჭირდება ახალგაზრდების ქუჩაში დაპირისპირება. არვიცი, იქნებ ყველა ვერც ხვდებით, როგორ შეიქმნა ეს ორგანიზაცია? მაგრამ როგორც გინდა იყოს, ჩვენ გვჭირდება განათლებული თაობა და თავისუფალი სივრცე, სადაც ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება.
ნუ მისცემთ გასაქანს აგრესიას, ნუ მისცემთ უფლებას ხელისუფლებას, რომ გამოგიყენონ, საკუთარ ბინძურ მიზნებს თქვენი ხელით მიაღწიონ და მერე ქუჩაში დაგაგდონ, სახელგატეხილები და შერცხვენილები.
იყავით სამაგალითო მოქალაქეები, ნებისმიერ აზრზე დარჩით, ოღონდ მოქალაქეობის პრინციპებს ნუ გადაუხვევთ, ნუ იქცევით ვიღაცის მიერ მართულ ბრმა ბრბოდ.
რამდენიმე სიტყვა მინდა ვთქვა ასევე "თავისუფალ ზონაზე": ამ ახალგაზრდებიდან მხოლოდ რამდენიმეს ვიცნობ. თუმცა ზუსტად ვიცი, რომ ისინი არსაიდან ფინანსდებიან და რასაც აკეთებენ, აკეთებენ ენთუზიაზმითა და რწმენით. კარგი ახალგაზრდები არიან, ბევრი რამის სწავლა მათაც სჭირდებათ, მაგრამ რასაც მე ვხედავ, ისინი ყალიბდებიან ღირსეულ მოქალაქეებად, შეუძლიათ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება, იციან იდეის ერთგულება და აქვთ ინიციატივა. ნუ დაუპირისპირდებით მათ მუშტით და იარაღით. დაუპირისპირდით სიტყვით და იპოვეთ კამათში ჭეშმარიტება!
და ბოლოს, მივმართავ ყველა ახალგაზრდას: სააკაშვილის საპრეზინდეტო ბიბლიოთეკა ღიაა ნებისმიერი დებატისთვის. თუ რამე თემა გაწუხებთ, თუ რამეზე კამათი გინდათ, მობრძანდით ჩვენთან. ეს ბიბლიოთეკა თქვენია!“
მასალის გამოყენების პირობები






