ნანუაშვილი "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტის ცემის ფაქტს და "თავისუფალი ზონის" ოფისთან მომხდარ ინციდენტს ეხმიანება
პოლიტიკა - 18:19, 01 Oct, 2014     1919
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტის ზაზა დავითაია ცემის ფაქტსა და "თავისუფალი ზონის" ოფისთან მომხდარ ინციდენტს ეხმიანება.
როგორც უჩა ნანუაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება 30 სექტემბერს მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, ნაცემი იქნა გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი ზაზა დავითაია, რაც შემდგომში არასამთავრობო ორგანიზაციების "თავისუფალი ზონისა" და "თავისუფალი თაობის" წარმომადგენლებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
"ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" ხელმძღვანელის კობა ხაბაზის განმარტებით, 112–ზე დარეკვის შედეგად, მოსალოდნელი ინციდენტის თაობაზე ინფორმირებული იქნა საპატრულო პოლიცია, თუმცა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რეაგირება იყო დაგვიანებული.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის ფაქტთან დაკავშირებით ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე "თავისუფალი ზონის" წევრი დააკავეს. ამ დრომდე მიმდინარეობს დანაშაულში ბრალდებული სხვა პირების დადგენა. ზაზა დავითაიას ცემის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).
საქართველოს სახალხო დამცველი გმობს ყოველგვარ ძალადობრივ ქმედებას, მათ შორის როგორც ჟურნალისტ ზაზა დავითაიას მიმართ ჩადენილ ფიზიკურ ანგარიშსწორებას, ასევე ორგანიზაციების "თავისუფალი ზონისა" და "თავისუფალი თაობის" წარმომადგენლებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას და მიაჩნია, რომ თითოეული ეს ფაქტი უარყოფითად აისახება ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებაზე. საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ აღნიშნული დაპირისპირება ამოწურულია და მას რაიმე სახის ძალადობრივი გაგრძელება არ მოჰყვება", -აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს ეფექტიანად აწარმოონ ზემოაღნიშნული ფაქტების, კერძოდ, ჟურნალისტ ზაზა დავითაიასა და ორგანიზაციების "თავისუფალი ზონისა" და "თავისუფალი თაობის" წარმომადგენლებს შორის მომხდარი დაპირისპირების გამოძიება, ინციდენტებში მონაწილე პირების გამოვლენისა და მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ადეკვატური სანქციების გატარების მიზნით.
"ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჟურნალისტის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებას უნდა მიეცეს სათანადო კვალიფიკაცია სამართალდამცავი ორგანოების მიერ და გამოძიება ჩატარდეს მოკლე ვადებში.
ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, მათი ვალდებულების შესაბამისად, მოსალოდნელ ინციდენტთან დაკავშირებით მიწოდებული ინფორმაციის თაობაზე, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მოახდინოს სწრაფი და ეფექტური რეაგირება", - ნათქვამია განცხადებაში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42