„დაუშვებელია ხელისუფლება საზოგადოებაში აგრესიას აღვივებდეს“
პოლიტიკა - 18:04, 01 Oct, 2014     1312

„დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრი“ საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მთავრობას რიტორიკას უწუნებს. განცხადებაში „თავისუფალ ზონასთან“ დაკავშირებულ ინციდენტზეა საუბარი:

„შემაშფოთებელია შედეგი რომელიც მთავრობის რიტორიკამ მოიტანა. შესაბამისად არასამთავრობო ორგანიზაციის „თავისუფალი ზონა“ წევრების მიმართ განხორციელებული დანაშაულისთვის პასუხისმგებლობაც ხელისუფლებას ეკისრება.

ყოვლად გაუმართლებლად მივიჩნევთ მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ აგრესიის და შუღლის გაღვივებას. მაშინ როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრმა დანაშაული თავიდან უნდა ააცილოს საზოგადოებას, მთავრობამ პირდაპირ დასდო ბრალი „თავისუფალ ზონას“ სამომავლოდ უკანონო ქმედებების დაგეგმვაში, ხოლო სახეზე ამ ორგანიზაციის მიმართ განხორციელებული ჯგუფური დანაშაული გვაქვს. დაუშვებელია ხელისუფლება აგრესიას აღვივებდეს საზოგადოებაში, თავად არღვევდეს უდანაშაულობის პრეზუმფციას და ხელს უწყობდეს კრიმინალური დაჯგუფებების შექმნას.

მოვუწოდებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს გაერთიანებისკენ, რათა ვიხსნათ არასამთავრობო სექტორი და მედია ძალადობისგან და აგრესიისგან რომელსაც ხელისუფლება ნერგავს.

გვინდა გავაფრთხილოთ საქართველოს მთავრობა და მმართველი პოლიტიკური ძალა, რომ მსგავსი ფაქტებისთვის პასუხისმგებლობა მას დაეკისრება, ხოლო ჩვენ როგორც განუყოფელი ნაწილი სამოქალაქო საზოგადოებისა, ვერ დავუცდით ვინ იქნება შემდეგი, აგრესიის გაღვივებისა და კრიმინალური დაჯგუფებების წაქეზებისთვის კი გაგცემთ უმკაცრეს პასუხს“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42