ბერლინში სამუშაო ვიზიტად მყოფმა ქართულმა დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაშიც თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, ქუთაისის მერი შოთა მურღულია და სხვა ოფიციალური პირები შედიან, ბერლინში არსებული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა. ეს არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო, სადაც, ნარჩენების გადამუშავების შედეგად, თბო და ელექტროენერგია მიიღება.
დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ ძირითადი მიდგომების გაზიარება, რასაც ნარჩენების მართვის მენეჯმენტში გერმანია მრავალი წელია, უკვე იყენებს. თბილისის მერმა გერმანული მხარისგან კონბინირებული ტარიფის შესახებაც დეტალური ინფორმაცია მიიღო. კონბინირებული ტარიფი მოხმარებული ნარჩენის რაოდენობის შესაბამის გადასახადს გულისხმობს.
თბილისის მერიამ უკვე დაიწყო გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც ნარჩენების მართვის სამომავლო სტრატეგია უნდა შემუშავდეს.
მასალის გამოყენების პირობები






