ევროსაბჭოს მომხსენებლების მიერ მომზადებული რეზოლუციის ტექსტი, სადაც ყოფილი მაღალჩინოსნების პოლიტიკურ დევანაზეა საუბარი, შეცვლილია. ამის შესახებ საქართველოს პრემიერი-მინისტრმა განაცხადა.
ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ამ ჩანაწერის გაკეთების მცდელობა, "ნაციონალური მოძრაობის" აქტიურობას უკავშირებს.
"ჩემი ინფორმაციით, ეს რეზოლუცია შეიცვალა. საპარლამენტო უმრავლესობის დელეგაცია იქ იმყოფება და ყველა კითხვას გასცემს პასუხს. ძალიან აქტიურობენ "ნაციონალური მოძრაობა" და მისი მთავარი დასაყრდენი, "ევროპის სახალხო პარტია". იმედი მაქვს, რომ "ნაციონალური მოძრობის" ჭორებს და უცნაურ ბრალდებებს ევროსაბჭოში არ გაითვალისწინებენ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეს, პრემიერის თქმით, პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს.
„არავინ დგას კანონზე მაღლა და არავინ იდგება. სწორედ ამიტომ ჩვენ უზრუნველვყოფთ კანონის უზენაესობას", - განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






