"თავისუფალ ზონაზე" თავდასხმა ივანიშვილის პრორუსულ ძალებთან ერთობას წარმოაჩენს - ენმ
პოლიტიკა - 13:08, 01 Oct, 2014     1602

„ნაციონალური მოძრაობა“ „თავისუფალი ზონის“ ოფისში მომხდარ ინციდენტს პროვოკაციად აფასებს. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათი თქმით, „თავისუფალ ზონაზე“ თავდასხმით ივანიშვილი ანტიდასავლურ ექსტრემისტულ ძალებთან ერთად ღია ძალადობრივ პროვოკაციებსაც აწყობს.

„30 სექტემბრის ღამეს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ ოფისთან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ღიად პრორუსული ექსტრემისტული დაჯგუფებებისა და ანტიეროვნული გაზეთის „ასავალ-დასავალის“ გამოყენებით მოეწყო ძალადობრივი პროვოკაცია.

ღარიბაშვილისა და ჭიკაიძის მიერ ორგანიზებული აგრესიული ჯგუფები მსგავს პროვოკაციებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისთან ადრეც რეგულარულად აწყობდნენ. დღეს სამიზნე „თავისუფალი ზონაა“ - ორგანიზაცია, რომელიც ამჟამინდელი მთავრობის რუსეთთან მაამებლური პოლიტიკის მკვეთრი კრიტიკით გამოირჩევა. საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ოლიგარქ ივანიშვილისთვის მიუღებელია ნებისმიერი კრიტიკა: იქნება ეს საპარლამენტო, კონსტრუქციული კრიტიკა; არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული საზოგადოებრივი მონიტორინგი თუ თავისუფალი მედიის მიერ აქტუალური თემების გაშუქება. 2014 წლის ივნისში, ღარიბაშვილმა საქართველოს წამყვან ავტორიტეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს საბჭოთა პერიოდისთვის დამახასიათებელი ბრალდება „ძირგამომთხრელი საქმიანობა“ წაუყენა.

ივანიშვილის რეჟიმი დაკავებულია არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებითა და ძირის გამოთხრით არამედ დემოკრატიული წეს-წყობილების ნგრევითაც რაც რეალურ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს და მხოლოდ კრემლის წისქვილზე ასხამს წყალს. ზემოთთქმულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს ყველა დემოკრატიული ფასეულობების მქონე პროდასავლურ ძალებს წინ აღუდგნენ ივანიშვილის რეჟიმის მიერ საქართველოს უფსკრულისკენ წაყვანას“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42