საქართველოს პრემიერმინისტრმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის ორი წლისთავთან დაკავშირებით საზოგადოებას მიმართა.
ირაკლი ღარიბაშვილმა იმ რეფორმებზე ისაუბრა, რაც ხელისუფლებამ ამ ორი წლის განმავლობაში განახორციელა.
მისი თქმით, 2012 წლის პირველ ოქტომბერს „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში დიდი წვლილი ბიძინა ივანიშვილს მიუძღვის.
„პირველ ოქტომბერს ქართველმა ხალხმა აირჩია ცხოვრება შიშის გარშე, აირჩია პერსპექტივა და წინსვლა. პირველი ოქტომბრის გამარჯვება ჩვენმა ხალხმა ძალიან დიდი ბრძოლით მოიპოვა, ეს გზა არ იყო იოლი. მე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენს ხალხს იმ თანადგომისთვის, რომელიც მათ 2012 წლის პირველ ოქტომბერს „ბიძინა ივანიშვილი - ქრათულ ოცნებას“ გამოუცხადეს.
მე მინდა გულწრფელად გამოვხატო აღფრთოვანება ჩვენი ხალხის თავგანწირვისა და შემართების წინაშე. ჩვენი გამარჯვება არ იქნებოდა, რომ არა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა და ეს გამარჯვება არ იქნებოდა, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ადამიანი, რომელმაც შეძლო მაშინდელი ოპოზიციური ძალების კონსოლიდაცია და არჩევნებამდე მშვიდობიანად მიყვანა. ასევე არსებული რეჟიმის ღირსეულად დამარცხება, ისე, როგორც დემოკრატიულ ერს ეკადრება, ამიტომ ამ მონაპოვარს განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






