არასამთავრობოები საარჩევნო კუთხით მუშაობის დროულად დაწყებას მოითხოვენ
პოლიტიკა - 11:12, 01 Oct, 2014     939

არასამთავრობო ორგანიზაციები, პარლამენტსა და საკონსტიტუციო კომისიას, საარჩევნო რეფორმის საკითხებზე მუშაობის დაწყებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღნიშნული ცვლილებების განხორციელების საჭიროებაზე უკანასკნელ პერიოდში არაერთი განცხადება გააკეთეს, შესაბამისად, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ყველა ორგანიზაცია ერთხმად აღიარებს ცვლილებებზე მუშაობის დროულად დაწყების აუცილებლობასა და მნიშვნელობას.

მიუხედავად იმისა, რომ 2013 და 2014 წლებში საკანონმდებლო რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცალკეული ცვლილებები დადებითად შეიძლება შეფასდეს, საერთო ჯამში, საარჩევნო კანონმდებლობის ფუნდამენტური ცვლილება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა საარჩევნო გარემოს და რისი მოლოდინიც საზოგადოებას ახალი ხელისუფლების დანაპირების საფუძველზე ჰქონა, ამ დრომდე არ განხორციელებულა.

არსებობს მთელი რიგი საკითხები, რომელთა დაკავშირებითაც რეფორმის განხორციელება დიდი ხანია წარმოადგენს არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკური პარტიების და სხვა დაინტერესებული მხარეების მოთხოვნის საგანს. ასეთი საკითხებს, პირველ რიგში, განეკუთვნება საარჩევნო სისტემა, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, ამომრჩეველთა სიები და სხვა. ახალი ცვლილებებით უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამომრჩეველთა ხმის წონის თანაბრობა, მიღებული ხმების პროპორციულად ასახვა მანდატებში, ე.წ. დაკარგული ხმების მაქსიმალურად შემცირება, ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა, უმცირესობათა პროპორციული წარმომადგენლობა.

ამ და სხვა საკითხებზე არაერთი რეკომენდაცია წარედგინა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციულ ჯგუფს, რომელიც საქართველოს პარლამენტში ორჯერ შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ საკითხზე ინტერფრაქციულ ჯგუფში განხილვები გაიმართა, არსებითი ცვლილებების განხორციელება არ მომხდარა. ამის მიზეზად, უმთავრესად დასახელებული იყო არჩევნებამდე დარჩენილი მცირე დრო და ძირეული ცვლილებების განხორციელების სირთულე.

იმისთვის, რომ არ მოხდეს წარსული პრაქტიკის განმეორება, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოხატოს პოლიტიკური ნება სისტემური საარჩევნო ცვლილებების გასატარებლად და დროულად შექმნას დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობაზე დაფუძნებული საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი, რომელიც შეძლებს ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმის განხორციელებას. საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი უნდა იყოს აღჭურვილი პოლიტიკური ნდობით, რაც ჯგუფის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებს ხელისუფლებისთვის ანგარიშგასაწევ დოკუმენტად აქცევს. იმის გათვალისწინებით, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე დიდი დრო არ არის დარჩენილი, მიგვაჩნია, რომ საარჩევნო რეფორმის კუთხით მუშაობა დროულად უნდა დაიწყოს, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო გარემო", -ნათქვამია განცხადებაში., რომელსაც ხელს აწერენ: "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო", "სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი", "საერთო-სამოქალაქო მოძრაობა -მრავალეროვანი საქართველო".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42