თავდაცვის მინისტრის მეუღლე ნათია ფანჯიკიძე სოციალური ქსელით კიდევ ერთი იდეას აჟღერებს. ამჟერად ირაკლი ალასანიას მეუღლე თბილისში სიყვარულის ბაღის გაშენეის იდეით გამოდის.
„ერთი კარგი გოგო მწერს პირადში, ადრე საკურას ბაღის გაშენების იდეა მქონდაო და უარი მივიღეო... ალბათ ძვირიანი ხე რომაა ამიტომთქო. ძვირი კია, მაგრამ იაპონიის საელჩო გვეხმარებოდაო. აბა მაშინ რატომთქო, აღარ ვკითხე. მოსვენებული იმიტომ ვარ, რომ ვიცი, ცხოვრებაში ყველა კითხვის პასუხი არავის შეიძლება ქონდეს. მაგრამ იქნებ ბევრი ხის დარგვის ფორმატში საკურებიც მოხვდეს? ხოდა მეც კიდევ ხომ ჩემი ჩიტები არ მასვენებენ და რა იქნება, სიყვარულის ბაღი რომ გაშენდეს თბილისში ბროწეულის ხეებით და მათ ფესვქვეშ ველად გაფენილი ლავანდით. უჰ... წითელი და იისფერი თვითონ შექმნის აურას, ლავანდა ზამთარშიც ლამაზია, ბროწეული კი ყვავილობისას ხომ არის და ნაყოფით ხომ არის და არის ღვთის უსიტყვო სადიდებელი..
მერე იმ ბაღში ვინმე უძალიანმაგრესმა არქიტექტორმა კაფე რომ ააშენოს ბევრი ფლიგელით - მარტოხელათათვის, ასაკოვნებისთვის, ახალგაზრდებისთვის, შუა ასაკისთვის... მერე ეს ყოველი ფლიგელი უძალიანმაგრესმა ქართველმა მხატვრებმა რომ გააფორმონ. ყოველი სხვადასხვამ. მომსახურე პერსონალად რომ თეატრალურის და კონსერვატორიის სტუდენტები აიყვანონ, რომლებიც შუალედებში სიყვარულზე იმღერებენ, ყველა ასაკისთვის სხვადასხვას. რა მაგარი იქნება, თან ყავას რომ წრუპავ და თან შენს მიმტანს რომ გულშემატკივრობ - " ჩუ! ჩვენი მღერის!! ბრავოოო!!!" და ამგვარად პუბლიკა სიყვარულს მიეჩვევა, სტუდენტები პუბლიკას და ცოცხლად შესრულებას.
ბროწეულის დაკრეფვის დრო რომ მოვა, კალათები დაურიგდებათ მსურველებს და გასასვლელში აუწონიან სიყვარულის ბომბებს, იმდენს, რასაც დაკრეფენ.
ხო იმავე "ტაძარში" შიშველი კედელიც უნდა იყოს, სადაც "ნ+ი=სიყვარულს", საღებავით მიწერა და კვალის დატოვება ნებადართული იქნება. მუზეუმისთვის ადგილის დატოვებაც შეიძლება, სადაც ფოტოები გამოიფინება, ცნობილი სასიყვარულო წერილების ასლებიც და სიმპატიური გიდი მოუყვება მსურველს ნიკოლოზ ბარათაშვილის და მსოფლიოს სხვა ძალიან შეყვარებულების ამბებს რწმენაში განმტკიცებისთვის, რომ სიყვარული არსებობს. მერე ფერად სანთელს დაანთებენ მსურველები და შეუძლიათ სიმბოლური ნივთიც შეწირონ მუზეუმს.
რა არის კარგი წარმოსახვის უნარი ჰა? ფაქტიურად ამ კაფეში ვზივარ უკვე და ყავას ვსვამ“, - წერს ფანჯიკიძე.

მასალის გამოყენების პირობები






